"რუსების ხელი ურევია ამ ამბავში" - როგორ ეხმაურებიან ISIS -ის მუქარის ვიდეოს სოციალურ ქსელში

"რუსების ხელი ურევია ამ ამბავში" - როგორ ეხმაურებიან ISIS -ის მუქარის ვიდეოს სოციალურ ქსელში

"სულ მალე თქვენი თავების დაჭრის დროც დადგება", - ნათქვამია ქართველების მისამართით გაკეთებულ ვიდეომიმართვაში. მიმართვაში ოთხი პირი ჩანს.

ვიდეომიმართვის გამოქვეყნების შემდეგ, AMBEBI.GE საზოგადოების იმ ნაწილის რეაქციებს დააკვირდა, ვინც ვიდეოსთან დაკავშირებით მოსაზრებებს Facebook-ის საშუალებით აფიქსირებენ.

თამარ ჩერგოლეიშვილი: ვახტანგ მაისაია რომაა, რუსეთის ჯაშუშად რომ მიიჩნევდა (და დღესაც მიიჩნევს), წინა ხელისუფლება, ის ყვებოდა "პატიოსნად" რამდენიმე დღის წინ ისლამური სახელმწიფოს ვიდეო გავრცელდება ქრთველებისთვისო. დაკითხავენ ნეტა? ჰოდა რუსების ხელი ურევია ამ ამბავში - ვაიმე ISIS გვემუქრება, ობამა უძლურია, კაცური კაცი პუტინი დაგვიცავს.

ნიკა გვარამია: ტერორიზმის, როგორც დანაშაულის მიზანი, ტერაქტების მოწყობა კი არაა, მოსახლეობის მასობრივი დაშინება და ამ გზით მისი მართვაა. ტერაქტები მხოლოდ ამ მიზნის მიღწევის მთავარი ხერხია. ტერაქტების შემდეგ, შიშის გავრცელების მთავარი მეთოდი არის მუქარის შემცველი მიმართვების ფართოდ ტირაჟირება და მოსახლეობის დაზაფვრა. ნუ გახდებით თქვენდა უნებურად ტერორიზმის თანამონაწილე! ნუ შეუწყობთ ხელს ტერორისტებს მიზნის მიღწევაში! ნუ გაავრცელებთ მუქარის შემცველ მიმართვას! ნუ დაზაფრავთ მოსახლეობას!

არჩილ გამზარდია: ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლა პირველ რიგში საინფორმაციო სივრცის დახშობით უნდა მოხდეს. მედია, რომელიც ემსახურება ტერორისტებს მათი ინფორმაციის გავრცელებით, თავისდაუნებურად ხელშემწყობის როლში გამოდის. თუ კი ისინი ჩაიკეტებიან, მათთვის ქმედბებეი მრავალმხრივ დაკარგავს აზრს.

მედიავ, ნუ ემსახურები ტერორისტებს, ნუ უვრცელებ მათ ინფორმაციას.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს