"ამ ერთი კაცის თმის ერთი ბეწვის ფასიც არ ღირხართ" - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე "რუსთავი 2"-ს

"ამ ერთი კაცის თმის ერთი ბეწვის ფასიც არ ღირხართ" - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე "რუსთავი 2"-ს

23 ნოემბერს, უმრავლესობის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე "ფეისბუქზე" ეკა კვესიტაძის გადაცემა "განსხვავებული აქცენტებში" ბიძინა ივანიშვილის წარსულის შესახებ გაკეთებულ სიუჟეტს გამოეხმაურა:

"გიორგობა თენდება. ასეთი დღე სავსეა სიკეთით და სიქველით. ისე მოხდა, რომ დღეს სიბრალულის გრძნობაც კი გამიჩნდა ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი დაუძინებელი მტრის მიმართ. სწორედ მათ მივმართავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს: თავადაც კარგად იცით, რომ ამ ერთი კაცის თმის ერთი ბეწვის ფასიც არ ღირხართ ყველანი -ერთად აღებულები. უტიფრად ტყუით, ძრწით, გესლს და ბოროტებას ანთხევთ და ამას ეძახით მედია-პლურალიზმს. თავისუფალი მედია ტყუილების გავრცელების თავისუფლებასაც რომ გულისხმობს, სამწუხაროდ, ეს ცნობილი ფაქტია.

ასეთია დადგენილი თამაშის წესები და ჩვენ, თქვენი მბრძანებლების - ხელისუფლად ყოფილთაგან განსხვავებით მას ვიცავთ. თქვენი პასკვილები ყოველთვის ნამდვილად ჯდებოდა თქვენს პოლიტგემოვნებაში და იდეალებში, მაგრამ დღევანდელი კი პროფესიონალურადაც კი იყო გასაოცრად უბადრუკი და უღიმღამო. მოწინააღგმდეგესაც სცემენ პატივს, ამის უთვალავი მაგალითი არსებობს, მაგრამ თქვენ რა დაგიფასოთ დღეს და რისთვის დაგაფასოთ ერთი მიზეზიც ვერ მიპოვია. გადაბორეტებული, ჩაბოღმილი, საკუთარ შხამში მოტივტივე ავაზაკთა პატარა წრის ნების აღმსრულებლები ხართ და ლამისაა გადააყოლეთ მთელი ქვეყანა თქვენს მრავალ ათობით-ათასიან ხელფასებს. რაც გინდათ ის იქადაგეთ. რაც გინდათ ის გიკეთებიათ. ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხე მანამდე არ გახდებით, სანამ წითელ ხაზებს არ მიუახლოვდებით, თუმცა ასეთი საბედისწერო შეცდომისკენ სულ ცოტა ხნის წინ გიბიძგებდათ თქვენი ბოსი... აი, საფრთხეებს კი გავუმკლავდებით და თუ რამეა, ყველამ უნდა იცოდეს - ქვეყანას ვერ გადაგაყოლებთ.

გიორგობა თენდება. ეს დღესასწაული ყველა გულანთებულ ქართველ ქრისტიანს განსაკუთრებით უყვარს. გაგიკვირდებათ და თქვენც გილოცავთ. კვლავ მომხდარიყოს სასწაული და განათებულიყოს თქვენი გულები წმ.გიორგის მადლით, დაგევიწყებინოთ მტრობა, შური, ბოღმა, ავადმყოფური ჟინი ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში დაბრუნებისა, მოგენანიებინოთ დანაშაულები ადამიანის ღირსების და ქვეყნის ინტერესების საწინააღგმდეგოდ ჩადენილები და პატიოსნად, წრფელი და სუფთა გულებით გემსახუროთ სიმართლისთვის, ადამიანისთვის, თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის", - წერს კვაჭანტირაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს