"სწორედ ასეთი განცხადებებია ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა" - პაატა ქურდაძე ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსს

"სწორედ ასეთი განცხადებებია ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა" - პაატა ქურდაძე ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსს

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსის, რუსუდან გოცირიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან "რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა. "სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რაც არ უნდა გაეკეთებინა", - ასე გამოეხმაურა რუსუდან გოცირიძე, სკანდალურ მიმართვას, სადაც ოთხი ქართველი საქართველოს ემუქრება.

"ამ ქალის (არ ვიცი ბაპტისტები როგორ მიმართავენ ეპისკოპოსებს) აზრით, სახელმწიფოა დამნაშავე იმაში, რომ ის ოთხი აჭარელი კრეტინი პოტენციურ კაციჭამიად გადაიქცა და ქართველებს ყელის გამოჭრით ემუქრება, რადგან რამდენიმე ძალიან სამწუხარო ინციდენტს, რომელიც მოხდა აჭარის ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის ის ინსტიტუციონალურ დონემდე აზოგადებს, აბანალურებს. ეს რომ რ2 ნაცვლად, რომელიმე ნორმალურ ტელევიზიაში ხდებოდეს და ჟურნალისტიც სხვა იყოს, ამ ეპისკოპოსს, რომელიც მე პირადად არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტს უფრო მაგონებს, ალბათ პირველ რიგში შეეკითხებოდა: - საფრანგეთში რაღა მოხდა მაშინ? აქაც სახელმწიფოა დამნაშავე მუსლიმთა დისკრიმინაციაში და ამიტომ დაიმსახურა ფრანგმა ხალხმა მის სკოლაში გაზრდილი ახალგაზრდებისგან ის ბარბაროსობა, რასაც ასეთი მასიური და სისხლიანი ხასიათი აქვს დღეს მიღებული? ან და თუ ეს ახალგაზრდები რელიგიური დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან და ამიტომ შეუერთდნენ ისისს, მაშინ რატომ ვამბობთ მაშინ ტერორიზმს რელიგია არა აქვს?... იქნებ კითხვები ისლამის შიგნითაც არის დასასმელი, რასაც აკეთებენ კიდეც ფრანგი მუსლიმები?... ჩემი აზრით, სწორედ ასეთი განცხადებებია ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა, როდესაც მუსლიმურ თემს თავზე ხელს უსვამ და მის წილ პასუხისმგებლობაზე საუბრის ნაცვლად პოლიტიკურ პოპულიზმს ეწევი. სწორედ ეს იწვევს გაუგებრობას, წყენას და აგრესიას ყველას მხრიდან და ყველას მიმართ, მათ შორის ბაბტისტ- ევანგელისტების წინააღმდეგაც.

ნუ ამ გაბუნიაზე არაფერს ვამბობ, ეგ მართლა ფენომენია ქართული ტელევიზიის ისედაც ფენომენალურ ისტორიაში", - წერს ქურდაძე.

თოქ-შოუ არჩევანში საუბრის დროს გოცირიძემ განაცხადა, რომ მთავრობამ "ყველანაირად უბიძგა საქართველოს, ზუსტად ის საფრთხე შექმნოდა, რაზეც იმ ვიდეოში არის საუბარი".

"სამწუხაროდ, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რაც არ უნდა გაეკეთებინა. ყველა ის ნაბიჯი გადადგა, რისი გადადგმაც არ შეიძლებოდა. ყველანაირად უბიძგა საქართველოს, ზუსტად ის საფრთხე შექმნოდა, რაზეც იმ ვიდეოში არის საუბარი. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს მუსლიმა სასულიერო პირებთან ერთად ყველა სასულიერო პირმა, მათ შორის უმრავლესობის ქრისტიან ღვდელმსახურს ვგულისხმობ, ვისაც ჭკუა მოეკითხება, მოსახლეობას სიმშვიდისკენ უნდა მოუწოდოს. ძალიან დიდი ნიადაგი არსებობს იმისა, რომ რელიგიური ნიადაგზე ურთიერთდაპირისპირების საფრთხე შეიქმნას. თუ ქრისტიანებს გაუჩნდებათ განცდა, რომ საფრთხეში იქნება, ეს ძალიან ცუდი იქნება. შიში და ძალადობის წინააღმდეგ ძალადობის მიმართვა ვითარებას კიდევ უფრო გამწვავებს ვითარებას", - აღნიშნა რუსუდან გოცირიძემ.

"არაჩვეულებრივი იყო, როცა ეს წერილები წაიკითხა, გაოცდა და გულში ჩაიკრა ნაგროვები სიყვარული" - ეკა ბესელია შვილს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს

"სულელური შეზღუდვაა კომენდანტის საათი... ადამიანები ყოველთვის იპოვიან გამოსავალს და ეს შეიძლება კატასტროფის მიზეზი გახდეს" - ზურაბ გურული შეზღუდვების საფრთხეებზე

"კულტურული სტერეოტიპებით გაჟღენთილ საქართველოში, მაგარი ბანძობაა იყო ცოლი" - მარიამ კუკუნაშვილი