უჯარმის დეპუტატსა და გამგებლის რწმუნებულს ძაღლისთვის ყელის გამოჭრაში ადანაშაულებენ

უჯარმის დეპუტატსა და გამგებლის რწმუნებულს ძაღლისთვის ყელის გამოჭრაში ადანაშაულებენ

ცხოველთა დამცველი საზოგადოების წევრი ირმა მთიულიშვილი facebook-ის პირად გვერდზე შემზარავი ფაქტის შესახებ წერს და ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებს.

"23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, უჯარმის დეპუტატმა კოტე ღოღელიანმა, გამგებლის რწმუნებულმა დავით აბელაშვილმა მინდია ჯეირანაშვილთან იქეიფეს, შემდეგ იქვე ეზოში დაბმულ ძაღლს ყელი გამოჭრეს და დამალეს. პოსტის გამვრცელებელმა სავარაუდოდ პოსტი მხოლოდ იმის გამო წაშალა, რომ შეაშინეს. ფაქტია საქმეს თუ დროულად არ მიეხედა, ეს მკვლელები ისევ ქვეყნის სამსახურში იქნებიან და ხვალ ადამიანს გამოჭრიან ყელს. დროულად უნდა ჩაერთოს ყველა დაინტერესებული პირი, თუნდაც პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და 259-ე მუხლი ასეთებისთვის ძალიან მსუბუქია", - წერს მთიულიშვილი.

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: ჯგუფურად; არაერთგზის; მცირეწლოვნის თანდასწრებით, - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს