"ეჭვის გზა ჩვენს ოლიგარქ მამაზე მიდის ..." - გიორგი სუხიტაშვილი "ვოისის" დის კრიტიკოსებს პასუხობს

 "ეჭვის გზა ჩვენს ოლიგარქ მამაზე მიდის ..." - გიორგი სუხიტაშვილი "ვოისის" დის კრიტიკოსებს პასუხობს

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე მისი დის, ნინი სუხიტაშვილის "ვოისის" რინგზე გამარჯვებას ეხმაურება.

"ეჭვმიტანილები ვართ ჩაწყობაში მე და ჩემი ძმა, ლევან სუხიტაშვილი. თუ არ მითხრათ როგორ ან სად ჩავაწყვეთ, ან რომელმა ჩავაწყვეთ. ეჭვის გზა ისევ ჩვენს ოლიგარქ მამაზე მიდის. მინდა ყველამ იცოდეს არც გავყოლილვარ არც ერთ ჩაწერაზე არც გადაღებაზე. სანამ ვინმეზე რამეს იტყვი სადღაც მაინც დაფიქრდი, ნუცას არ ვიცნობ პირადად, მიუხედავად იმისა რომ რამდენჯერმე მოგვიწია ერთ კონცერტში მღერა, გამარჯობის იქით არ წასულა ჩვენი საუბარი. რაღაცნაირად მრცხვენია ამ სტატუსის დაწერა უბრალოდ ვიცი, რომ კიდევ ბევრი მოცლილი დაწერს ასეთ რამეს.

მართლა მაგარი ბიჭია ნინის მეწყვილე, კარგი ტემბრი, ტექნიკურად კარგად აღჭურვილი, გემოვნებიანი ფრაზები და თავდაჯერება. მე პირადად დიდ მადლობას გადავუხდი ასეთი მაგარი შესრულებისთვის"- წერს გიორგი სუხიტაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს