ხათუნა ჟორდანია ნინი ქარსელაძის გახმაურებულ "შოკოლადსა და სამშობლოზე" კომენტარს აკეთებს

ხათუნა ჟორდანია ნინი ქარსელაძის გახმაურებულ "შოკოლადსა და სამშობლოზე" კომენტარს აკეთებს

რამდენიმე კვირის წინ გადაცემა "მძიმე კაცთან" ნინი ქარსელაძის სტუმრობის შემდეგ სოციალიური ქსელში, ისევე როგორც სხვადასხვა პორტალებზე წერდნენ, თუ როგორ უყვარს ნინი ქარსელაძეს სამშობლოზე მეტად შოკოლადი. ზემოთ აღნიშნულს, ხათუნა ჟორდანიაც გამოეხმაურა:

"ვინაიდან ხათუნას კომენტარი გაინტერესებთ, დიდი სიამოვნებით შემოგთავაზებთ ჩემს მოკრძალებულ, სუბიექტურ აზრს:

ვინც უყურა ამ გადაცემას, კითხვაზე-რა გიყვარს სამშობლოზე ძალიან? ნინიმ უპასუხა- დედა, და, ჩემი ოჯახიო. (თუ სწორად მახსოვს?) რა, კიდევ რაო? მგონი, ასე ჰკითხა წამყვანმა და ნინიმ სიცილით - შოკოლადიო. იქვე, რომელიღაც კითხვაზე (თუ მეხსიერება არ მღალატობს), მოყვა, როგორ ცხოვრობდა რამოდენიმე ხანი უცხოეთში და როცა ჩამოვედი, ამ ქვეყნის სუნი მენატრებოდაო.

ვინც ისე უყურა გადაცემას, რომ აუცილებლად უარყოფითად უნდოდა შეეფასებინა, ენას ძვალი არ აქვს და ჩვენ (ამ სამშობლოზე ასე შეყვარებულ ადამიანებს, ხომ ასე ) გვიადვილდება ადამიანების გაკიცხვა, გადავლა, განსაკუთრებით როცა ის სულ 24 წლისაა.

და სამშობლოს სიყვარულზე ბევრი რომ ელაპარაკა, ან ეთქვა თავს გავწირავ ამ ქვეყნისთვისო - ნეტა ყველა კმაყოფილი დარჩებოდა???

ასე, რომ ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და 1000% ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი შვილი, ბევრ თქვენგანს გაასწრებს და მასტერ კლასსაც ჩაუტარებს სამშობლოს სიყვარულში... პატივისცემით ხათუნა ჟორდანია", - ნათქვამია პოსტში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს