ვასილ კობახიძე არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და ჭეშმარიტი პატრიოტი - ილია ვაშაკიძე

ვასილ კობახიძე არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და ჭეშმარიტი პატრიოტი - ილია ვაშაკიძე

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე თეოლოგ ვასილ კობახიძის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

"გავიხსენოთ სტალინისდროინდელი საბჭოთა კავშირისა და მაო ძედუნის დროინდელი ჩინეთის ისტორია და ამ ეპოქაში არსებული სასამართლო პროცესები (თუ ამას საერთოდ სასამართლო პროცესი შეიძლება დაერქვას), როდესაც საბჭოთა და ჩინელი სტუდენტი კომკავშირლები და კომუნისტები თავისივე პროფესორ-მასწავლებლებს სამარცხვინო ,,სასამართლო პროცესებს" უწყობდნენ საჯაროდ და შემდეგ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ მათზე.. ზუსტად ასეთი ,,სასამართლო პროცესი" მოუწყვეს ვასილ კობახიძეს 21-ე საუკუნის დასაწყისში სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტთა ნაწილმა და ამის შემდეგ მავანმა მღვდელმთავრებმა დეზინფორმაცია გაავრცელეს დასავლეთ ევროპის ეპარქიის მრევლში, რომელიც არა მარტო ამბიციის, ანგარების ელემენტებსაც შეიცავდა.. აღსანიშნავია, რომ დასავლეთ ევროპაში ძალიან ბევრი ქართული მართლმადიდებლური სამრევლო ბასილ კობახიძის დაარსებულია.. გადახედეთ საქართველოს უახლეს ისტორიას, მოიძიეთ ინფორმაცია და დისკუსიაში შემდეგ შემოდით, თუ შეიძლებოდეს.. ყველასთვის ნაცნობია დეზინფორმატორთა გვარებიც, სახელებიც და სასულიერო ხარისხებიც..

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვასილ კობახიძე არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და ჭეშმარიტი პატრიოტი.. იგი, რაც მე მას ვიცნობ და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ნაცნობობა არ მოიცავს ერთ ან ორ ან სამ წელიწადს, ყოველთვის ქრისტიანული, პატრიოტული და დემოკრატიული ფასეულობების მტკიცე მხარდამჭერია.. ყველა საქართველოს მოქალაქეს აქვს კონსტიტუციური უფლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი და კრიტიკულად განწყობილი აზროვნება მსოფლიოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანის მიმართ, პრეზიდენტი იქნება ეს, პრემიერი, მეეზოვე, პროფესორი თუ მძღოლი.. უბრალოდ უმადურობა იქნება ვასილ კობახიძის ღვაწლის არ დაფესება საქართველოს საპატრიარქოსა და თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის მიმართ, რომელსაც იგი წლების განმავლობაში დაუღალავად ეწეოდა.. ახლა არ ჩამოვყვები მე მის რეგალიებს და არ დავასახელებ, რამდენი საეკლესიო ორდენის კავალერი გახლავთ ვასილ კობახიძე, ამის შესახებ ინტერნეტ სივრცეშიც შეგიძლიათ შეიტყოთ.. ვასილ კობახიძის შესახებ ინფორმაციის ნახვის შემდეგ თავად იმსჯელეთ ყველაფერზე.. გმადლობთ..", - წერს ილია ვაშაკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს