"მე მეტროზე გადავდივარ!" - ინგა გრიგოლია

"მე მეტროზე გადავდივარ!" - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საკუთარი ავტომობილით სიარულზე უარს ამბობს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობაზე გადადის.

"ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ კარგა ხანია მანქანით თითქმის აღარ დავდივარ და საჭესთან მხოლოდ თავისუფალ დღეებში ვჯდები, როცა საქმე არ მაქვს ხოლმე, საცობების და პარკინგის გამო.... ძირითადად ტაქსით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობ, დღეს კი სანამ პარლამენტში გავედი და ვცდილობ, როგორმე უკან მოვაღწიო ტელევიზიის მძღოლთან ერთად, საბოლოოდ მივხვდი, რომ მე თანდათან მეტროზე გადავერთვები.... ერთადერთი საშუალება, რომ არ დაიტანჯო, არ დააგვიანო დანიშნულების ადგილას და დროულად გადაადგილდე, უკვე მხოლოდ მეტროა... მე მეტროზე გადავდივარ!!!!!!", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ინგა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს