როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" მსოფლიო ლიდერებთან პრემიერის "მისალმების" ამბავს

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" მსოფლიო ლიდერებთან პრემიერის "მისალმების" ამბავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის მიწვევით, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციას დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილი კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა, ასევე დაესწრო ოფიციალურ სადილს, რომელიც კონფერენციაში მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების პატივსაცემად გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა იმ ლიდერთა ჩამონათვალი გაავრცელა, რომლებსაც საქართველოს პრემიერი მიესალმა და გაესაუბრა. მათი ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის გახსნამდე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს, ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასს, ბულგარეთის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევს, მოლდოვას, პანამის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ავღანეთის, მონტენეგროს, კვიპროსის პრეზიდენტებს, ირლანდიისა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრებს მიესალმა. "ნიუსი" ოპოციზიის წარმომადგენლებისა და ზოგიერთი ჟურნალისტისთვის ქილიკის საგნად იქცა:

სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი:

"გასაგებია, რომ ამგვარ კონფერენციებზე ყველა ყველას ხვდება ყველა ყველას ესალმება და ყველა ყველასთან სურათს იღებს... ცუდი ამაში არაფერია და ამას კარგა ხანია მიჩვეულიც ვართ.. მიშას ეს დამხეცებული ჰქონდა და იცოდა სად უნდა მდგარიყო და როდის შესულიყო დარბაზში, რომ მაქსიმალურად გამოეყენებინა ყველა " photo opportunity’ და ხელის ჩამორთმევის შანსი არ გაეცდინა.... მაგრამ მერე რა? და დღესაც მერე რა? ამ შემთხვევაში გვაინტერესებს რა პოზიციით ჩავიდა საქართველოს პრემიერი და დანარჩენი დელეგაცია მსოფლიო კლიმატის ცვლილებისთვის მიძღვნილ კონფერენციაზე? ნეტავი საქართველოს თუ გააჩნია რამე თავისი ინიციატივა?... მაგალითად ამ დილას იწყება მოლაპრაკებები მთის საკითხის ირგვლივ, შემდეგ განიხილავენ კლიმატის ცვლილებების შედეგებს სოფლის მეურნეობისთვის და მათი აცილების პერსპეკტივებს.... მგონი ორივე საკითხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს და მაინტერესებს რა პოზიციებით წარვდგებით მსოფლიო დელეგატების წინაშე; როგორი ხედვით, რა პრინიცპებით, რა წინადადებებით? თორე ხელის ჩამორთმევა ხელის ჩამორთმევად დარჩება..."

გივი თარგამაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

"დღეს ჩემი მეზობელი ჰაკიმი პარიზებში 49 აუ რა მაგარ საზღვარგარეთელს მიესალმა! ორმოცდამეათესაც სთავაზობდნენ, მაგრამ თქვა, 50 რა, ღორი ხომ არ ვარო!

P.S. ამასობაში ნუ ძაან რომ დაიცინენ, ტექსტი შეცვალეს. სურათები დატოვეს:)"

თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელეწამყვანი:

"რომ მიესალმა გავიგეთ, მაგრამ სამიტის ფარგლებში არცერთი bilateral შეხვედრა არ ქონია პრემიერს?"

ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი:

"ამიტომ უნდა გყავდეს პროფესიონალები ყველა პოზიციაზე, რომ მინიმუმ ის განსაზღვრონ, რა უნდა განიუსდეს და რა არა... თორემ საერთაშორისო დონეზე შეხვედრები და მისალმებები ჩვეულებრივი ამბავია... სულ ამას ვამბობ, რომ ბევრი მაღალჩინოსნის პრობლემა პირველ რიგში მათი პიარ სტრატეგები არიან (((((((((( რა უნდა გაანიუსონ და რა არა, ხალხთან სალაპარაკოდ ვინ უნდა გამოიყვანონ ეთერში და რა სიხშირით, ჟურნალისტების კითხვებზე კი არ გაბრაზდნენ და კი არ უნდა უბლოკონ სტუმრები და მტრებად კი არ უნდა აცხადონ ჟურნალისტები პრეს-ცენტრებმა, არამედ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდონ და ასე შემდეგ.... ეს ნიუსი, რა ფორმულირებითაც დაიდო, რომ არ უნდა დადებულიყო, მგონი, დიდი ტვინის ჭყლეტა არ უნდა ამის მიხვედრას.... დაედოთ მხოლოდ ფოტოები და მორჩა..... რა, არ იქნებოდა ეს ფოტოები საინტერესო?"

მარიამ საჯაია, უმცირესობის დეპუტატი:

"ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს, ნიდერლანდების პრემიერმინისტრ მარკ რუტეს, ესტონეთის პრემიერმინისტრ ტაავი რიივასს, ბულგარეთის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევს, მოლდოვას, პანამის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ავღანეთის, მონტენეგროს, კვიპროსის პრეზიდენტებს, ირლანდიისა და ყაზახეთის პრემიერმინისტრებს მიესალმა"

გიორგი ხაბურძანია, "ნიჭიერის" პროდუსერი:

"ზდაროვა პარიზიიი!"

გოგი გვახარია, კინომცოდნე, ჟურნალისტი:

"მე მაპატიეთ და პრემიერ-მინისტრი მერკელს და ობამას რომ მიესალმა, რატომაა სასაცილო?

მადლობა თქვით რომ არ ესალმება... პუტინს:) ესალმებიან კი არა, ეჩოქებიან აქ ზოგიერთს და ხელებს ულოკავენ:) ის უფრო სასაცილოა არაა?:) აქ მთავარი ისაა, რომ იმ ხალხთან ერთად იყო და "ფეხი გამოყო" კუსავით.. რა არის აქ სასაცილო. "კუები" რომ ვართ ახალია? ამაზე მე სულ არ მეცინება

და მეტ რას სთხოვ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს? დაწერეს რომ იქ იყო, სადაც ეს ხალხი იყო და "მიესალმა".. მესმის რომ გეგოიმებათ, მაგრამ სასაცილო რატომაა? ესაა რეალობა".

იხილეთ ფოტოგალერეა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს