"ვიცნობ ფსევდოქრისტიან სასულიერო პირებს, რომლებსაც თავისუფლად შეიძლება ტერორისტი ეწოდოს" - მღვდელმონაზონი

"ვიცნობ ფსევდოქრისტიან სასულიერო პირებს, რომლებსაც თავისუფლად შეიძლება ტერორისტი ეწოდოს" - მღვდელმონაზონი

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ტერორიზმის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

"დღეს სრულიად საფუძვლიანად გახშირდა საუბარი ტერორიზმზე და ძირითადად აქცენტებს აკეთებენ ისლამზე, რაც არასწორია.. განა არ არსებობს ქრისტიანობას შეფარებული ტერორიზმი?? ტერორი მხოლოდ ბომბების აფეთქება არაა.. ტერორის აფიშირება და ტერორისაკენ მოწოდება, სამწუხაროდ, ხშირად ამბიონიდანაც ხდება, რაც დიამეტრალურად განსხვავდება ქრისტიანული, კერძოდ, მართლმადიდებლური სწავლებისაგან..

მე მყავს ისლამის მიმდევარი მეგობრები, რომლებსაც არამც თუ ტერორიზმის, არამედ აგრესიის ნიშანწყალიც არ ეტყობათ.. მაგრამ ამავე დროს, სამწუხაროდ, ვიცნობ ფსევდოქრისტიან სასულიერო პირებს, რომლებსაც თავისუფლად შეიძლება ტერორისტი ეწოდოს.. მაგალითისათვის ,,მართლმადიდიებელ მშობელთა კავშირი" საკმარისზე უფრო მეტია.. სამწუხაროდ აქვე მინდა აღვნიშნო, მრავალი სასულიერო პირი ღიად და აშკარად მართლმადიდებლობის პროფანაციას ეწევა.. ადამიანი, რომელიც ქადაგებაში სიხარულით წინასწარმეტყველებს ან აღნიშნავს დედამიწაზე მომხდარ სტიქიურ უბედურებებს, თანაც კმაყოფილი ხმის ტემბრითა და ჰაბიტუსით, განა ეს ფაქტი განსხვავდება პარიზის ტრაგედიისგან?? თავისუფალი სინდისით შემიძლია ვთქვა, გახშირდა ტერორის კულტივაცია ამბიონებიდან.. გავიხსენოთ 17 მაისის მოვლენები.. ჩემი ღრმა რწმენით იდეოლოგიური ტერორი ისეთივე ფეთქებადია, როგორც შაჰიდების ხელნაკეთი ბომბები.. ღმერთმა ყველას გვიშველოს..

ძალადობის გამოყენება შიშისა და ტერორის კლიმატის შექმნის მიზნით და დასახული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად; აშკარად კნინობითი ხასიათისა და, ჩვეულებრივ, სუბიექტური ტერმინია.

2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებამდე ტერორიზმის საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია არ არსებობდა, პრაქტიკულად ასეთი სახით იგი არც ახლა არსებობს, მაგრამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის 2002 წლის ოქტომბრის განცხადება, რომლითაც იგი ცდილობა ტერორიზმის განმარტებას: „ტერორიზმი არის გლობალური საფრთხე, გლობალური ეფექტებით... თავისი ბუნებიდან გამომდინარე ეს არის თავდასხმა სამართლის, წესრიგის და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებზე". ევროკავშირი ტერორიზმს ასეთ შეფასებას აძლევს: „ტერორიზმი ეს არის ქმედება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოების დაშინება, მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე არაკანონიერი გზით ზეგავლენის მოხდენა, ქვეყნებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურება". აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით ტერორიზმი ეს არის „ქვეეროვნული და ფარული ელემენტების მიერ საზოგადოებაზე ზეგავლენის თვალსაზრისით დაგეგმილი ძალადობა, რომელიც მიმართულია არასაომარი − სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ".

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო იძლევა ტერორიზმის ოთხ ძირითად დამახასიათებელ ელემენტს:

● ძალადობის წინასწარ დაგეგმილი და არაიმპულსური აქტი.

● ქმედება, რომელიც განსაზღვრულია პოლიტიკური წესრიგის შესაცვლელად;

● ქმედება, რომელიც მიმართულია სამოქალაქო პირების წინააღმდეგ

● და ბოლოს, იგი ხორციელდება ქვეეროვნული დაჯგუფების მიერ.

ფართოდაა გავრცელებული წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ ტერორიზმი არის ტრადიციული საშუალება, რომელსაც იყენებენ სუსტები, დამცირებულები და გარიყულები (ან ისინი, ვინც თავის თავს ასეთებად თვლიან) თავისი დამცირებისადმი საჯარო ყურადღების მიპყრობის მიზნით. მათთვის, ვინც ებრძვის თავისზე შეუდარებლად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს, ტერორიზმი წარმოადგენს ძალადობის იარაღს, რომელსაც შეუძლია ასე თუ ისე გააწონასწოროს მხარეთა საშუალებები. ტერორიზმი წარმოადგენს ბევრად უფრო ფართო და რთული სოციალური, ეკონომიკური, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური პრობლემების ნაკრების გამოვლენას, შეიძლება ითქვას − წარმოადგენს ამ პრობლემების გადაჭრის ექსტრემალურ საშუალებას. ტერორისტები თვითონ საკმაოდ იშვიათად მოდიან ხელისუფლებაში, მაგრამ ხშირად ხელს უწყობენ ხელისუფლებაში ისეთი პიროვნებებისა თუ ორგანიზაციების მოსვლას, რომლებიც საბოლოო ჯამში მათზე მეტ ექსტრემისტებად გვევლინებიან. ასე მაგალითად, ტერორისტულმა ორგანიზაციამ, რომელიც სოციალისტ-რევოლუციონერების (ესერების) სახელით იყო ცნობილი, გადამწყვეტი როლი შეასრულა 1917 წლის ოქტომბერში რუსეთში ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლაში. თანამედროვე ტერორიზმი შესაძლებელია დაიყოს ორ ფრიად განსხვავებულ ნაწილად. პირველია ლოკალური ტერორიზმი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში გამომდინარეობს სხვადასხვა სახის ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობებიდან და წარმოადგენს ამ მოძრაობების არალეგალურ (და ამორალურ) ნაწილს, თუმცა ეს მოძრაობები როგორც ასეთი ხშირად ლეგალიზებულია შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტებით. მეორე ნაწილია ტერორიზმის ის ნაირსახეობა, რომელიც დღეს მოიხსენიება როგორც საერთაშორისო (ზოგჯერ გლობალური) ტერორიზმი და საზოგადოდ გლობალური საფრთხის მატარებელად აღიქება. ადგილობრივი ტერორიზმი ამა თუ იმ სახით წარმოდგენილია პრაქტიკულად ყველგან დედამიწაზე. ის საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული დასავლეთ ევროპაში 1960-1970-იან წლებში, ძირითადად როგორც მარქსისტული ექსტრემიზმი (იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთში) და დღესაც ლატენტურ ფაზაშია წარმოდგენილი ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში (ჩრდილო ირლანდია), სადაც ადგილობრივი ეროვნული უმცირესობების (შესაბამისად ბასკებისა და ირლანდიელების) ექსტრემისტი წარმომადგენლები ასეთი გზით იბრძვიან მათთვის მისაღები თვითგამორკვევის მოდელის განსახორციელებლად.

P.S.: ტერორი

Error-ია.."

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს