"გაზპრომის" ქვეყანაში შემოყვანის მსურველებს ეს ინფორმაცია მთლიანად აურევს გეგმებს... - რომან გოცირიძე

"გაზპრომის" ქვეყანაში შემოყვანის მსურველებს ეს ინფორმაცია მთლიანად აურევს გეგმებს... - რომან გოცირიძე

თურქეთი და აზერბაიჯანი ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) მშენებლობის დაჩქარებაზე და ვადაზე ადრე დასრულებაზე შეთანხმდნენ.

თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეთ დავითოღლუსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ერთობლივი შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ TANAP-ის გაზსადენი დაგეგმილ დროზე - 2018 წლამდე ადრე ჩაეშვება.

ამ ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ეხმაურება:

"ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია. შახდენიზი 2-ის გაზს 2018 წელს უნდა გაევლო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც თითქმის იმდენი იქნება (6 მლრდ. კუბ. მ), რაც გადის დღეს (7 მლრდ. კუბ. მ). 2019 წელს დამატებით კიდევ 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება უნდა განხორციელებულიყო. აქედან 5 პროცენტი უფასოდ ერგება საქართველოს.

თურქეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდა, რომ მისი ამოქმედების ვადა გადმოიწევს, რაც დიდი სიკეთეა ჩვენი ქვეყნისათვის.

"გაზპრომის" ქვეყანაში შემოყვანის მსურველებს ეს ინფორმაცია მთლიანად აურევს გეგმებს", - წერს გორცირიძე.

"ამ პროექტის რეალიზაციით აზერბაიჯანი შეძლებს გაზის ექსპორტის განხორციელებას უფრო მეტი მოცულობით ჯერ თურქეთში, შემდეგ კი ევროპაში.

გაგრძელება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს