"ცოლის ღალატი ქმრის "გაგულავებაზე" მეტად ამორალურია" - ჯანეტ ქერდიყოშვილის სკანდალური განცხადება და გამოხმაურება "ფეისბუქში"

"ცოლის ღალატი ქმრის "გაგულავებაზე" მეტად ამორალურია" - ჯანეტ ქერდიყოშვილის სკანდალური განცხადება და გამოხმაურება "ფეისბუქში"

ულამაზესი ქართველი მოდელის ჯანეტ ქერდიყოშვილის შეხედულება ქალის და მამაკაცის ღალატზე სოციალურ ქსელებში განხილვის თემა გახა. მოდელმა საკუთარი მოსაზრებები "მარაოზე" გადაცემა "Selfie"-ში სტუმრობისას დააფიქსირა, რაზეც საზოგადოებას უარყოფითი რეაქცია ქონდა.

ის ცოლქმრულ ურთიერთობებზე საუბრობს. მას მიაჩნია, რომ მთავარია კაცს უყვარდეს ცოლი, თორემ ცოლს ისედაც ეყვარება შვილების მამა, რომ მას არ აქვს პრეტენზია თანასწორ უფლებებზე, საკუთარი აზრის ქონაზე და იმაზე, რომ აუცილებლად სამსახური უნდა ჰქონდეს."მის სამყარო 2015-ის” კონკურსანტი ფიქრობს, რომ ეგოიზმია მოღალატე ქმრის მიტოვება, როცა დედა ხარ, რადგან ცოლის და ქმრის ღალატის შედარება არც შეიძლება. ცოლის ღალატი ქმრის"გაგულავებაზე” მეტად ამორალურია.

მოკლედ, ჯანეტი ჩვენი ქვეყნის ქალების ღირსეული წარმომადგენელი იქნება "მის სამყაროზე” და სავარაუდოდ, უფრო დიდი მხარდაჭერა ექნება ტრადიციების მოყვარული ქართველი ერისგან, ვიდრე "ეშმაკის ტანსაცმლით" შემოსილ მეამბოხე ნინა სუბლატს ევროვიზიაზე ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ჯანეტ ქერდიყოშვილი "მის სამყარო 2015-ზე" საქართველოს წელს წარადგენს. ჯანეტი მის საქართველო 2011 წელს გახდა. ''მის სამყაროზე'' 2013 წელს უნდა წასულიყო, თუმცა სამწუხაროდ, ჯანეტს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და კონკურსზე ვერ გაემგზავრა. მოდელი პოპულარულ ვებგვერდზე The Most Beautiful Women, მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალების რეიტინგშიც მოხვდა. ქართველ ლამაზმანზე ვებგვერდის არქივში 2013 წელს დაბეჭდილი სტატია ინახება.

ნინია კაკაბაძე:

"ჯანეტ ძვირფასო, არ ხარ მართალი, არაა ეგრე!! :))... ამ გოგოს ინტერვიუ ჩამოართვეს, თორემ ასეთების მეტი რა არის ახალგაზრდებში :(( და მათი ბრალი არ არის. რა კულტურულ გარემოშიც გაიზარდნენ, იმას ირეკლავენ :(( ნორმალური ვინ გავა მისების კონკურსზე? :)))) ან რომელი სხვა ქვეყნის "მის" აფრქვევს ინტელექტს. ცუდი ისაა, რომ ბევრი პატარა გოგოსთვის ეს იქნება და არის ერთგვვარი იდეალური მოდელი და ამის შტერულ აზრებს გადააკოპირებენ. ჯანეტისნაირად ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი გოგო ფიქრობს და რაც მთავარია, კაცების უდიდესი ნაწილიც ასე ფიქრობს. და ამ კაცების დაკვეთაა ასეთი გოგოები. გოგოები დაკვეთას ასრულებენ.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

"პორკე ჯანეტ? პორკე? ესენი რატომ იბლუწუნე, ჯანეტ? ვახჩმდედსჯფცჰცფგწეცქყწეფცუწეფქც"

ლევან სუთიძე:

"შემოვდივარ ინიციატივით. კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ორი ისეთი ადამიანის ქორწინება, რომელთაც თავი აქვთ და არა კისრის გაგრძელება"

იხილეთ ვიდეო

"ეს კაცი 3000 ლარით დააჯარიმეს, მხოლოდ იმიტომ, რომ შვილთან ერთად მაღაზიის წინ ელოდა რიგს" - რას წერს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე ირაკლი ღლონტი

"სუფთა სახლის" თემქის ფილიალის კონსულტანტები თვითიზოლაციაში იმყოფებიან - კომპანიის განცხადება

"კორონა ჩვენთან ბევრი წელი დარჩება და ცოტა ხანში, ნერვი არ აგვიტოკდება ამ სახელის გაგონებაზე" - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი