ჯანეტ ქერდიყოშვილის შემდეგ "ფეისბუქში" ნოდიკო ტატიშვილის განცხადება აიტაცეს...

ჯანეტ ქერდიყოშვილის შემდეგ "ფეისბუქში" ნოდიკო ტატიშვილის განცხადება აიტაცეს...

ჯანეტ ქერდიყოშვილის ცნობილი განცხადების შემდეგ საზოგადოებამ მომღერალ ნოდიკო ტატიშვილის განცხადება აიტაცა, რომელიც მან ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას გააკეთა. მომღერალმა ინტერვიუში სასურველი მეორე ნახევრის შესახებ ისაუბრა.

"გამზარდა დედამ, რომელიც არასდროს მაკლებს მოვლა-პატრონობას, გემრიელ სადილ-ვახშმებს. ჩემ უზარმაზარ გარდერობში რომ შეიხედოთ, გესიამოვნებათ. სასცენო სამოსი და ფეხსაცმელები ერთად არის მოთავსებული, ყოველდღიური - ერთად.

რადგან ამ ყველაფერს შეჩვეული ვარ, ჩემ ცოლსაც იმავეს მოვთხოვ. მას ამისთვის დამხმარე ქალი არ უნდა დასჭირდეს. ცოლის მზრუნველობა ბევრად მაგარია, ვიდრე უცხო ქალის, რომელიც კვირაში ერთხელ მოდის და შენს ნივთებს აწესრიგებს. სიყვარული მძაფრდება მაშინ, როცა ხედავ, საყვარელი ქალი როგორ გივლის და გეფოფინება. ქალი არ უნდა იყოს ფეთხუმი.

პედანტი ვარ და შეიძლება ამის გამო, გავშორდე. ყველაფერი ესთეტიკურად უნდა გამოიყურებოდეს. ქალს არ უნდა დასჭირდეს იმის თქმა, რომ მტვერი გადაწმინდოს. რა მკაცრი ქმარი ვიქნები წარმოგიდგენიათ? მკაცრი რომ არ ვიყო, ჩემმა ცოლმა ყველა ეს მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს", - აღნიშნა ნოდიკო ტატიშვილმა.

მომღერლის განცხადებები სოციალურ ქსელში ცნობილი ქართველების განხილვის თემად იქცა, ზოგიერთ მათგანს ნოდიკოსა და ჯანეტის დაწყვილების იდეა გაუჩნდა:

ინგა გრიგოლია:

"ჟანეტს + ნოდიკო და ნაღდი ქართული ოჯახიც შეიქმნებოდა"

არჩილ გამზარდია:

"არც ქალს უნდა დასჭირდეს და არც კაცს, თუ მტვერი შეამჩნია რომელიმემ, დადგეს და გადაწმინდოს. არ მესმის მსგავსი მიდგომები. მტვერიც გადამიწმენდავს, საჭმელიც გამიკეთებია და ცოცხითაც გამომიგვია თუ ჩემს მეუღლეს არ შეუძლია ან დაღლილია ან შეუძლოდაა ან ისე, რომ გამეხარებინა. სხვათა შორის, ეს არც ქრისტიანული მიდგომაა. ქრისტიანული ოჯახი ურთიერთთანხმობასა და ურთიერთამაგზე დამყარებული ოჯახია"

დავით კოვზირიძე:

"ჟანეტი + ნოდარი = ხინკალს"

ირაკლი ვაჭარაძე:

"ქალთმოძულე გეი, რომელიც ოცნებობს საჯაროდ დაამციროს ქალი, არის სიმდაბლის ყველაზე ამაზრზენი გამოვლინება ლგბტ თემში. ჩვენ თუ თავად არ გავუწიეთ ამას შიგნიდან წინააღმდეგობა, უმრავლესობა არასდროს შეწუხდება მის იდეოლოგიურ სამსახურში ჩამდგარი მონებით.

ქართველმა მომღერალმა გეი კაცებმა უნდა შეწყვიტონ ქალების დამცირება. თქვენი ბოდვებიღა აკლდა ქალების ისედაც გამწარებულ ყოფას!

ასეთ დამპლობას რომ ვკითხულობ, მინდება ხოლმე ხალხი ძალით დავაქამინგაუთო.

იმიტომ, რომ ზოგს ისეთი დამცრობილი ტვინი აქვს, შენ თუ არ წაკარი ხელი, ტყუილსა და მარაზმში ცხოვრებას თავადაც გააგრძელებს და სხვებსაც უწამლავს ცნობიერებას!"

ნიკა გვარამია:

"თავისუფლება ჯენეტს! :))

კარგით ახლა, პირველად ნახეთ ვითომ ლამაზი დურა.

თუ დაგამშვიდებთ, (ბევრად უფრო ნაკლებად) ლამაზი დურაკები ძალიან უხვად არიან და ლამაზ დურებზე ბევრად უფრო აუტანლები"

ნოე სულაბერიძე:

"ჯანეტა მაგარია რა! ჩვეულბრივად ორად გაყო ერი:

1.მისი სიტყვებით აღშფოთებული ცოლები, რომლებიც სიამოვნებით დააწიწკნიდნენ თმებს და...

2.მისივე სიტყვებით აღტკინებული, ჩუმი ოცნებანარევი შურით გაჯერებული ქმრები, რომლებსაც ჯანეტას საქართველოში უნდათ ცხოვრება)"

სტეფანე მღებრიშვილი:

"მეც მომინდა რამე *ლეობა ვთქვა, მაგრამ ვერ მოვიფიქრე"

იხილეთ ასევე: "ცოლის ღალატი ქმრის "გაგულავებაზე" მეტად ამორალურია" - ჯანეტ ქერდიყოშვილის სკანდალური განცხადება და გამოხმაურება "ფეისბუქში"

"ზემიკო და მამაჩემი საკუთარ ქუჩაზე ერთად დახვრიტეს" - რას წერს ცნობილი ექიმი სოხუმელ კაცზე, რომლის ნეშტიც აფხაზეთიდან წლების შემდეგ გადმოასვენეს

ვერა ქობალია "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა - ექსმინისტრის ფოტო კანადიდან

"ქეთევანი ნაზას კაპ კანავერალიდან სპასექსის მისიის გაშვებამდე" - სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქში" ქალიშვილის შესახებ წერს