"აჟიტირებულმა მკითხა: "ქართველი ხარ?" - ფოტოისტორია ნიუ-იორკის მეტროში მომხდარ საოცარ ამბავზე

"აჟიტირებულმა მკითხა: "ქართველი ხარ?" - ფოტოისტორია ნიუ-იორკის მეტროში მომხდარ საოცარ ამბავზე

ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი გოგონა, გვანცა არჩვაძე "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც თან ურთავს ნიუ-იორკის მეტროში გადაღებულ ფოტოს.

პოსტში ვკითხულობთ: "ნიუ ორკის მეტრო თავგადასავლებითაა სავსე. დღეს შემთხვევით მამაკაცს მივუჯექი გვერდზე, რომელსაც მუზეუმის მიმართულება შევეკითხე. მოკლე საუბრის შემდეგ ჩემ ტელეფონში ტექსტებს მიაქცია ყურადღება და აჟიტირებულმა მკითხა: "ქართველი ხარ?"

გაკვირვებულმა შევხედე, არც ქართველს გავდა აშკარად და არც რომელიმე საბჭოთა ქვეყნის წარმომადგენელს. კი-თქო ვუპასუხე. მუხლზე გადაშლილი წიგნი ამოატრიალა და რა დავინახე - ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ გამოცემული საკმაოდ ძველი ქართული გრამატიკის წიგნი.

წამიკითხე-თქო, ჩემდა გასაოცრად ფანტასტიურად წაიკითხა.

ეს ადამიანი არის ევანს სიგელი, ლექტორი, სპარსოლოგი, რომელიც ახლა ქართულს ეუფლება. ქართულ ისტორიას და კულტურას კარგად იცნობს, ასევე გეგმაში აქვს საქართველოს მონახულება. ამ ამბავმა დღე გამიხალისა, სასიამოვნოა, როცა შენს პატარა სამშობლოზე ამხელა ვეებერთელა ქვეყანაში შეხვდები უხოელ ადამიანს, რომელმაც ბევრ ქართველზე უკეთ იცის საქართველოს ისტორია და კულტურა", - წერს პოსტში გვანცა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს