"როგორი ხალისით ისწავლე, ჩემო პატარა, ლექსი დედაზე ... რა დაუშავე, ჩემო პატარა, შენს დედიკოს" - ფერაძის ქუჩაზე მოკლული ბავშვის მასწავლებელი

"როგორი ხალისით ისწავლე, ჩემო პატარა, ლექსი დედაზე ... რა დაუშავე, ჩემო პატარა, შენს დედიკოს" - ფერაძის ქუჩაზე მოკლული ბავშვის მასწავლებელი

დიღმის მასივში, ფერაძის ქუჩაზე მოკლული 5 წლის ბიჭის ბაღის მასწავლებელი, თეო მეშვილდიშვილი "ფეისბუქზე" ბიჭუნას ემოციურ პოსტს უძღვნის:

"ჩემს პატარა წიწილებს ერთი პატარა ანგელოზი გამოაკლდა... რომ შემეძლოს ერთი წუთითაც არ დავფიქრდებოდი და გაჩუქებდი სიცოცხლეს.

დღეს ყველაფერი დუმდა, ყველაფერს ხალისი ქონდა დაკარგული... დღეს, მთელი დღე ჩემი თვალები შენ გეძებდა... ყველა შენზე ვსაუბრობდით, შენი მეგობრები დუმდნენ, ხმას არ იღებდნენ, ვერ გაეგოთ რა მჭირდა...

ბოლოს გადავწყვიტე და შენ მეგობრებს უთხარი რომ შენ გადაწყვიტე წასულიყო ცაში, სადაც ცხოვრება ლამაზია, მშვენიერი და ყველა ანგელოზია... მაგრამ ჩვენთან ერთად იქნები ყოველთვის და ჩვენს გულებში, თან იციან რომ შენ ცაში ხარ და იქიდან გვიყურებ... მაგრამ ჩემს ჭკვიანებს კითხვები დაებადათ :

- თოკო ივლის ბაღშიო?

-იქ ეყოლება მეგობრებიო?

- ჩვენ ხომ არ დავავიწყდებითო??

იცი შენზე ზრუნავენ და დარდობენ ჩემო თბილო... ძალიან დაგვწყვიტე გული...

ჩემი მხიარული, ჩემი ცელქი და სიცოცხლით სავსე თოკო,(ჩემთვს წოწო) როგორ გიხაროდა ცხოვრება, როგორი ხალისით ისწავლე ჩემო პატარა ლექსი დედაზე ... რა დაუშავე ჩემო პატარა შენს დედიკოს", - წერს თეო მეშვილდიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ძალოვნებმა 25 წლის მაგდა პაპიძე ქმრისა და 5 წლის ვაჟის, თორნიკეს მკვლელობაში ამხილეს. არსებული ინფორმაციით, მაგდამ თავიდან აღიარა ჩადენილი დანაშაული და გამოძიებას დეტალური ჩვენებაც მისცა, თუმცა მალე ეს ჩვენება შეცვალა და შემზარავი დანაშაული უარყო.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს