რა ხდება FB-ზე მას შემდეგ, რაც ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

რა ხდება FB-ზე მას შემდეგ, რაც ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა, რომელიც სხდომას ესწრებოდა.

მისი თქმით, მურუსიძემ 11-დან 10 ხმა მიიღო. ნაცვლიშვილის განმარტებით, ორი წევრი კენჭისყრას არ ესწრებოდა, ლევან მურუსიძემ კი არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო.

მოსამართლედ დანიშვნისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის 2/3 ხმაა საჭირო. ამ დროისთვის, საბჭოში 14 წევრია.

მურუსიძის არჩევას "ფეისბუქში" აქტიური გამოხმაურება მოჰყვა:

ნანუკა ჟორჟოლიანი:

გირგვლიანის საქმის მოსამართლე მუსურიძე, რომ დღევანდელი ხელისუფლების მთავარი დასაყრდენია, რას ნიშნავს? ანუ მაშინ სწორი გადაწყვეტილება მიიღო? სამართლიანი?

ინგა გრიგოლია:

წინა ხელისუფლება სანდრო გირგვლიანს გადაყვა... ეს იყო ამბავი, რომელმაც ხერხემალში გადატეხა სააკაშვილის ხელისუფლება... ხოდა, არ მესმის, რა აუცილებლობა იყო მაინცდამაინც ამ საქმის მოსამართლის, ლევან მურუსიძის აღზევება დღეს... არ მესმის და ვერასოდეს გავიგებ.. ვისი გადაწყვეტილებაა დღეს მურუსიძის დანიშვნა ამ ქვეყანაში... ვისი??!!!!!!!!!!! წარმოუდგენელი ამბავი მოხდა.

დიანა ტრაპაიძე:

მურუსიძეს ხმა მისცეს თამარ ალანიამ, მერაბ გაბინაშვილმა, შოთა გეწაძემ, ევა გოცირიძემ, ილონა თოდუამ, ვახტანგ თორდიამ, ზაზა მეიშვილმა, პაატა სილაგაძემ, კახაბერ სოფრომაძემ და ლევან თევზაძემ

მერაბ მეტრეველი:

სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს! მურუსიძეს გადაყვებიან ესენი!

ლალი მოროშკინა:

ისევ მოკალით გირგვლიანი???

ელენე ხოშტარია:

დღეს მურუსიძის უვადოდ დანიშვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული ოცნება უბედურებით სპეკულანტობდა და სიტყვა სამართლიანობა ჩაგვიდეს

ირაკლი ტაბლიაშვილი:

მურუსიძიანთკარი უნდა გერქვას შენ - სასამართლოვ!

ნინო დანელია:

მესმის რა მძიმედღეში არიან ოცნების პატიოსანი მხარდამჭერები. სამართლიანობის აღდგენა ბიძინას საარჩევნო ტრიუკი აღმოჩნდა. წესიერი მართლმსაჯულება კი კიდევ დიდხანს არ იქნება ნაგავი პოლიტიკოსების ხელში

ია ანთაძე:

საინტერესოა, ის 34 მოსამართლე რა ნიშნით უნდა დაიწუნოს მურუსიძის ამრჩევმა საბჭომ? რაღაც დიდი ფარსაგი ხდება ქვეყანაში. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა.

ანი მიროტაძე:

ძალიან სამარცხვინო გადაწყვეტილება!!!!!! ლევან მურუსიძეს ხმა მისცეს: თამარ ალანიამ, მერაბ გაბინაშვილმა, შოთა გეწაძემ, ევა გოცირიძემ, ილონა თოდუამ, ვახტანგ თორდიამ, ზაზა მეიშვილმა, პაატა სილაგაძემ, კახაბერ სოფრომაძემ და ლევან თევზაძემ.

ირაკლი კაკაბაძე:

ვიწყებთ დიდ საზოგადოებრივ კამპანიას: შეაგინე უსამართლობას, შეაგინე ძალადობას და შეაგინე მურუსიძეს! ყველა შეგნებული მოქალაქის ვალია, რომ ამ უსამართლობას არ შეეგუოს და გამოაცხადოს სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ამ მკვლელი სასამართლოს მიმართ!

დიახ - მე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ - მე არ დავემორჩილები მურუსიძისნაირი მოსამართლეების მიერ დაცულ კანონებს. რასაც მკვლელი იცავს - მე იმას ვარღვევ! გადავდივართ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე - არა მკვლელების სასამართლოს!

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვისაც გული სტკივა ამ საშინელ უსამართლობაზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს