ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
17:28 / 02-01-2016
"წყვილი ხალხის თვალწინ ტ...ს და რამე იღონეთ" - ისტორია თბილისის "საახალწლო ქალაქიდან"
"ალიას" ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა ფეისბუქის გვერდზე გრძელ და უცნაურ პოსტს აქვეყნებს იმაზე, თუ რისი თვითმხილველი გახდა დღისით, თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად თბილისის ცენტრში, ვარდების მოედანზე მდებარე "საახალწლო ქალაქში" მისული:

"მოკლედ, ცოტა დიდი ამბავია, მარა მაინც უნდა დავწერო, რა და წაიკითხეთ... წინასწარ გეუბნებით, რომ ასეთი რამე ჯერ არ მომხდარა თბილისში... ოღონდ თან მეცინება, თან სულ ვბრაზდები გახსენებაზე. "დღეს ლაზარე "ვარდების მოედანზე", "საახალწლო ქალაქში" წავიყვანე სასეირნოდ, ძალიან კარგად გავერთეთ, ვიმხიარულეთ, სხვადასხვა მულტფილმის გმირებთან ფოტოები გადავიღეთ... სადღაც 6-ის ნახევარი იყო უკვე, როცა უცებ თინეიჯერი ბავშვები ახარხარდნენ და ზემოთ ყურება დაიწყეს. უი, ალბათ ფოიერვერკს უშვებენ-თქო, გავიფიქრე და მეც ზემოთ ავიხედე, მაგრამ არაფერი მსგავსი. თინეიჯერები კი ისევ იცინოდნენ... მათ მზერას გავაყოლე თვალი, "რედისონ ბლუ ივერიასკენ" იყურებოდნენ (ეს სასტუმრო ხომ პირდაპირ დასცქერის "საახალწლო ქალაქს") და რას ხედავს ჩემი თვალები? - "რედისონის" მე-15-ე სართულზე ერთ-ერთ ნომერში ფარდები ბოლომდე არის გადაწეული, ოთახი გაჩახჩახებულია და ვიღაც გამოსირებულ წყვილს პირდაპირ ფანჯარასთან არ აქვთ სექსი?... აესე, ზედ ფანჯარასთან იყო გოგო მოკრული, სახით ჩვენსკენ და ვიღაც ბუღა "ლაივში" უქუნქურებდა...

გამოვშეტრდი.... მეთქი მეჩვენებააა... დავხუჭე თვალი, გავახილე და - ისევ ქუნქურებენ, კაცო!... იკლაკნება ეს გოგო, კაწრავს ფანჯარას და არის ერთი ამბავი! ნელ-ნელა ყველამ იქით დაიწყო ყურება, იმ გამოსირებულ წყვილს კიდე მაგრად ეხატა, რომ პირდაპირ ბავშვების თვალწინ (უფროსებს რაღას დავეძებ) ჰქონდათ სექსი....
ლაზარე მეკითხება:
-დედიკო, რას შვებიან ისინი?
-ჩხუბებონ (?!) - სხვა ვერაფერი მოვიფიქრე უცებ....
-პატრულს დავურეკოთ, რა - მეუბნება ლაზარე.

პატრული კი არა, მოვკიდე ხელი ბავშვს (ის რეგვენი წყვილი ისევ არ ჩერდება, პოზა შეიცვალეს დაჟე) და შევქანდი "რედისონში", ლაზარე შესასვლელში, ნაძვის ხესთან დავაყენე, ყურებზე ხელი აიფარეთქო ვუთხარი და მისაღებში მდგომ გოგოს და ბიჭს ვეუბნები:

-ვიცი, რომ არ გაქვთ უფლება სასტუმროს რომელიმე ნომრის ბინადართა ვინაობა მითხრათ, ამიტომ ასე გეტყვით: 15-ე სართულზე, რომლის ფანჯრებიც პირდაპირ "საახალწლო ქალაქს" დასცქერის, წყვილი ხალხის თვალწინ ტ@@@ობს და რამე იღონეთ, თორე სახის ძვლით ვათრევ ახლა მაგათ-მეთქი.
მისაღებში მდგარი გოგო უემოციო სახით მიყურებს, ვაბშე არ აქვს რეაქცია. მივუტრიალდი ბიჭს და ვეუბნები:
-ეს რა წესია,რა უბედურებაა, ვერ გავიგე? დროზე ვინმემ რამე იღონეთ, თორემ სასწაულ ამბავს ავტეხავ ახლა-მეთქი.
ბიჭი შეწუხდა - რას ამბობთ, მართლა? კი, კი, დაცვას ვეტყვი და აუცილებლად ავა, გაარკვევს ვითარებას, მართლა არაესთეტიური ამბავია ეგო.
-არაესთეტიური კი არა, მაგ გამოსირებულს გადაეცით, მე მაგათი @@@@@@@!! და თქვენგანაც მიამატეთ ერთი-ორი "თბილი" სიტყვა და მე მომაწერეთ-თქო...

მოვკიდე ლაზარეს ხელი და გამოვედი გარეთ დედის ტრაკის გინებით (გულში). სანამ "რედისონის" დაცვა იმ ნომერში ავიდოდა (საკითხავია, ავიდნენ თუ არა საერთოდ?!) და წყვილს გააფრთხილებდა, ისევ იგივე სიტუაცია იყო: "რედისონის" მე-15-ე სართულზე "პობაი საკვირველი" გრძელდებოდა... ლაზარე რომელიღაც ზღაპრის გმირს შევაჩეჩე, ყურადღების გადასატანად და მე ვეცადე ფოტო მაინც გადამეღო იმ ყველაფრისთვის, მაგრამ ვერ მოვახერხე, არ მოახლოვდა ტელეფონით ის კადრი... სადღაც 5 წუთში ის ჯიშაძაღლებულები
მოშორდნენ ფანჯარას, ცოტა ხანში ქალი ხალათით გაიჩითა, კაცი ისევ ტიტლიკანა დადიოდა და უკვე თავისი დაკუნთული ტრაკი მოგვიშვირა ძირს შეკრებილ საზოგადოებას...

სადღაც ორიოდე წუთში ორივე მოშორდა ფანჯარას და ოთახის სიღრმეში შეეთრა. მეთქი ამათ კიდევ არ დაიწყონ შობელძაღლობა, მოვკიდე ხელი ლაზარეს და სასწრაფოდ გავეცალეთ "საახალწლო ქალაქს"... ლაზარესთან ერთად რომ არ ვყოფილიყავი, იქ ამბავს დავატრიალებდი - მტერს!!! მარა ბავშვთან ერთად როცა ხარ, სხვა რა გინდა რო ქნა?!

აი, ასეთი საქონლებიც არსებობენ, ამის დედა ვატირე მე... და აი, ასეთ საზიზღრებს მთელი გულით და სულით მ@@@ან აღმზრდელი, მასწავლებელი და ყველა ის პირი, ვინც მათ "აღზრდაში" ოდესმე მაინც იღებდა მონაწილეობას"- წერს ნინო.

სტატიაში არსებული ფოტო, არ ასახავს პოსტში აღწერილ მოვლენებს.

11:32 / 10-01-2017
კახელო
0
ერთი რამე ვერ გამიგია თუ ფუნიკულიორიდან ცოტა მეშორება და თუ ქუჩაში იდექი გაფიცებ იმ ბავშვს ერთად რო უყურეთ როგორ შეიწყიტე მე 15 ე სართულზე
18:04 / 09-01-2017
ლელა
0
უზნეობამ პიკს მიაღწია, თურე რა შენი საქმეა თუ ვიღაცა უზნეობას ჩადის შენს დასანახად, პირველყოფილ წყობას უბრუნდებით? იქნებ შიშვლებმაც ვიაროთ ქუჩაში და ესეც რა ჩვენი საქმე იქნება?
მსგავსი სიახლეები
ყველაზე დიდ სიამოვნებას წყვილები ტესტოსტრონის პიკოვანი მაჩვენებლის დროს იღებენ
"გვერდში დამიდგნენ, რომ ასეთი ლამაზი წუთები მეჩუქებინა ჩემი საყვარელი ადამიანისთვის"
ამ წყვილმა შუაგულ კარიბის ზღვაში იქორწინა - მათი ფოტოები აღგაფრთოვანებთ!
ეს იაპონელი წყვილი "ინსტაგრამის" ახალი ვარსკვლავია
+PHOTO ზოგიერთი ადამიანი სიყვარულის დღეს წყვილის გარეშეც ახერხებს, "თავი გაირთოს"
რამდენიმე წელია ჩვენში 14 თებერვალს ვალენტინობას (შეყვარებულების დღეს) აღნიშნავენ
"ჯერ ერთდებიან სულები, შემდეგ სხეულებიც - ესაა ბუნებრივი - დაქორწინება არაფერ შუაშია!"
სარეკლამო სააგენტოში მოსაწყენი სამსახური მიატოვეს, რომ ერთი წლით მსოფლიოს გარშემო ემოგზაურათ
"ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ოცი წლის ასაკში დავკარგე ქალიშვილობა..."
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:31 / 27-06-2017  Image გიორგი მამალაძეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა
ეპარქიაში აღნიშნავენ, რომ მათ იმედი აქვთ ბრალდებული მის უდანაშაულობას დაადასტურებს
16:22 / 27-06-2017  Image სათვალის საერთაშორისო დღე და 2017 წლის მოდური სათვალეები
სათვალის მოყვარულებო, შეგიძლიათ, იზეიმოთ! დღეს თქვენი დღეა!
18:47 / 27-06-2017  Image "ყველა ელოდება თითქოს ქმარს ვეჩხუბე და გამომაგდო საქართველოში" - რატომ დაბრუნდა ნუკი კოშკელიშვილი თბილისში
"დიდი სიამოვნებით დავიწყებდი მუშაობას საქართველოში"
19:22 / 27-06-2017  Image "თუ ოდესმე ვინმე ამ ნაწერის კითხვას შეუდგება..." - 13 ივნისს ტრაგიკულად დაღუპული მარიამ ქუთელიას ემოციური ჩანაწერები
"არ მახსოვს, როდის დავხუჭე თვალები და ორივე ხელისგულით როგორ დავიგმანე ყურები"
12:55 / 04-12-2015  Image მოდელების ფასები 2000 ევროს აღწევს - ესტონელმა დიზაინერმა საბჭოთა პლედებს ორიგინალური გამოყენება მოუძებნა
+PHOTO| ესტონელმა დიზაინერმა მარიტ ილისონმა ძველი საბჭოთა პლედებისგან
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49