FB-გამოხმაურებები და იუმორისტული პოსტერები თამბაქოს გაძვირების თემაზე

FB-გამოხმაურებები და იუმორისტული პოსტერები თამბაქოს გაძვირების თემაზე

ახალი წლიდან საქართველოში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი საგრძნობლად გაძვირდა. როგორც სავაჭრო ჯიხურებში აცხადებენ, ფასები მნიშვნელოვნადაა მომატებული "პარლამენტზე", "მარლბოროზე", "ჩესტერფილდსა" და "ელ ემ"-ზე. თამბაქოს გაძვირების თემას "ფეისბუქში" ეხმაურებიან:

ნანუკა ჟორჟოლიანი:

ამაზე გადადითო ? :)

გამოსავალი მხოლოდ ერთშია. მას დავაწყებინოთ მოწევა, თორემ ასე შეიძლება სტაფილოს სმაც დაგვაწყებინონ უზმოზე:) აწი ყველას გაგვაერთიანებს პრიმა:)))

გავიგე, რომ თურმე ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავთ და იქნებ სიგარეტის გაძვირებას დაამატოთ:

1. Fast food-ის აკრძალვა, (მავნებელია ჯანმრთელობისთვის)

ისევე როგორც

2. სასმელი.

3. ღორის ხორცი. (ზოგადად ქართული სამზარეულო)

4. გამონაბოლქვი ქალაქში.

5. ნერვიულობა. (განსაკუთრებით ცუდია ჯანმრთელობისთვის)

6. უსექსობა. (რომელიც დანერვოზებულ ერს ეტყობა)

7. იძულებითი გავხადოთ ბანაობა. მინიმუმ წყლის გადავლება. იმიტომ

რომ რთულია თქვა, ჩვენს ჯანმრთელობას სიგარეტის კვამლი უფრო აზიანებს, თუ ოფლის ოხშივარი!

ისედაც ფარისეველ ერს, არ გვინდა ეს სხვის ჯანმრთელობაზე ასე შეწუხება. ყველამ საკუთარს მივხედოთ.

მერსი სულხანიშვილი:

ქართული რეალობისთვის 10 Gel შეუსაბამოა, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ დღეს საქართველოში პროდასავლური პოლიტიკის მთავრობა არ გვყავს და არც ევროპასთან მიახლოებული სოციალური მდგომარეობა.

ვაცხადებ აუქციონს

საწყისი ფასი 5 ლარი:

სტეფანე მღებრიშვილი:

ამერიკაში სიგარეტი ძვირი რომ ღირს, ქე მაინც იქ უკეთესი სიგარეტია. აქაური სიგარეტი ძროხის შარდში ამოვლებული ნაგავია. ეგ კი არ უნდა გააძვიროთ, უნდა აკრძალოთ!

პ.ს: მარიხუანა შემოიღეთ აფთიაქებში. ნამდვილად გვესაჭიროება...

ნათია კობერიძე:

რამდენი ასეული პროცენტით გააძვირეს აქციზი თამბაქო-ალკოჰოლზე? არჩევნებში, ადმინისტრაციულ რესურსში გაუშვებენ ამ ფულს, მე ვიყო ქოცი თუ არა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი:

ერთი რეცეპტმა შეამცირა მედიკამენტების მოხმარება და მეორე სიგარეტის გაძვირება შეამცირებს მწეველთა რიცხვს.

ზაზა ბიბილაშვილი:

სულ ტყუილად ქილიკობთ სიგარეტის ფასზე. აი, ნახავთ, 2017 წლიდან სიგარეტის ფასის შეუქცევადი დაღმავლობის პროცესი დაიწყება. საქართველო იქნება ლიდერი დაღმავლობაში.

გოგი გვახარია:

ძველი ბოზები რომ ფოფხვას იწყებენ, იმათ მაგონებენ დღეს ეს ყოფილი მწეველები:)

p.s. მეც არ ვეწევი 4 თვეა

მაია დარსმელიძე:

არამწეველებს რომ გიხარიათ სიგარეტის გაძვირება, რა საყვარლები ხართ. ღმერთმა გაგიძვიროთ სიგარეტის თქვენებური ეკვივალენტი.

ეს წყევლა არ არის, არამწეველი მორალისტების ტრ**ის დასაყენებელი საახალწლო სურვილია :) სრულიად უვნებელი.

გაძვირების გამო თავს რომ დაანებებ ესეიგი გაიძულებენ. ჯერ ხელფასები და სოციალური მდგომარეობა გაგვიუმჯობესონ და მერე გააძვირონ - მოსულა. მგონი უნდა გვქონდეს უფლება თავად ვირჩევდეთ გვინდა თუ არა მოვკვდეთ ჯანმრთელები.

არამწეველების უფლებების და პირობების დაცვის მომხრე ვიყავი ყოველთვის. უნდა გახსნან ასეთი კლუბები ან გადააკეთონ ნაწილი მაინც, არამწეველებისთვის.

მე პირადად, მიუხედავად იმისა რომ მწეველი ვარ (თან ძაან მწეველი), ხშირად ვხვდები არამწეველთა გარემოში... უპრობლემოდ ვემორჩილები იქაურ წესებს და ჩვეულებრივად არ ვკვდები იქ, სადაც არ ეწევიან.. ან ჰაერზე გავდივარ, ან ვითმენ, ყოველგვარი ტრაგედიის გარეშე : )

ირინა სარიშვილი:

ყველა, ვინც ეწევა, მაინც მოწევს, ოღონდ უფრო დაბალხარისხიანს და გაცილებით მავნეს ჯანმრთელობისთვის, ვიდრე დღეს უკვე 8,9 და 11ლარიანი სიგარეტებია.

ყველა, ვინც არ ეწევა და ან ხარობს, ან კიდია, რაც მოხდა, წარმოადგენს ადამიანთა იმ კატეგორიას, რომლებისთვისაც მხოლოდ საკუთარი უფლებები არსებობს და სხვისი არა...

ყველა, ვინც თვლის, რომ ეს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯია, ფარისეველია და თუ არა, მაშინ იგივეს უნდა თვლიდეს ზეთზე, წონადაკლებულ პურზე, კარაქზე, ხორცზე, ბოსტნეულზე, ხილზე და... ბენზინზეც, რომელიც ყველგან იაფდება, გარდა რუსული ზონისა...

ყველას, ვინც თვლის, რომ ეს ფასები ევროპულია და აბა რა გინდოდათო, "ავიწყდება", რომ ევროპაში და ზოგადად, დასავლეთში (მათ შორის, აშშ-ში), ეს ფასები შესაბამისი შემოსავლის პირობებში დაწესდა, სადაც ადამიანი თავად წყვეტს, უნდა თუ არა, და არა შეუძლია თუ არა, მაღალი ფასის გადახდა სიგარეტში, ალკოჰოლში და ა.შ.

მოკლედ, ყველას, ვისაც სხვა კიდია...

სტატუსი: გაიქეცი გუგულა გაიქეცი

Run Gugula Run

თამუნა ლეკვეიშვილი:

ვისაც სიგარეტის გაძვირება გიხარიათ, რა გიხარიათ??

კახა მამულაშვილი (მამულიჩა):

დაგენძრათ მწეველებს?

ნიკა ქავთარაძე:

სექსის მერე მოწევა - თავად სექსზე სასიამოვნო გახადეს!

თამბაქოს გაძვირებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში იუმორისტული პოსტერებიც ვრეცლდება:

მეორედების მარაზია (c) მაღალიციცო:

ტეგი: მოწევა

იხილეთ ასევე: თამბაქო გაძვირდა - ფასები მნიშვნელოვნადაა მომატებული "პარლამენტზე", "მარლბოროზე", "ჩესტერფილდსა" და "ელ ემ"-ზე

"დამცირებაა სამჯერ გაძვირებულ სიგარეტის ფასებზე ხორხოცი გამოს***ლი ფბ ფრენდების მხრიდან!" - რას აპროტესტებს ნიკა გვარამია

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს