"მადლობა დედას, სულ პატარაობიდან რომ მასწავლა, პატრიარქი უზნეო მეშჩანი იყო" - ნინია კაკაბაძე ბავშვობაში პატრიარქთან სტუმრობას იხსენებს

"მადლობა დედას, სულ პატარაობიდან რომ მასწავლა, პატრიარქი უზნეო მეშჩანი იყო" - ნინია კაკაბაძე ბავშვობაში პატრიარქთან სტუმრობას იხსენებს

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე მის ბავშვობაში პატრიარქის სახლში სტუმრობას იხსენებს

"9-10 წლის ვიქნებოდი ალბათ, ახლობლების ჯვრისწერის შემდეგ, დედაჩემთან ერთად პატრიარქის სახლში (სიონის გვერდით) რომ აღმოვჩნდი. ბუნებრივია, მაშინ ვერაფერი შევნიშნე და პირიქით, დიდი ინტერესით ვათვალიერებდი მის მისაღებ ოთახს, სადაც ყველანი მიგვიღო… როგორც ჩანს, დედაჩემიც პირველად იყო მასთან სტუმრად, რადგან იმ დღის მერე მახსოვს მისი აღშფოთებული საუბარი იმის თაობაზე, რომ პატრიარქი ასეთ სიმდიდრეში არ უნდა ცხოვრობდეს, რომ ოქრო თვალს არ უნდა გჭრიდეს მის ბინაში, რომ ძვირფასი ნივთებით გამოტენილი სახლი არ უნდა ქონდეს და რომ ეს მეშჩანობა და უზნეობაა.

ხოდა მადლობა დედას, სულ პატარაობიდან რომ მასწავლა ისეთი ჭეშმარიტებები, დღესაც რომ არ იციან ზრდასრულმა (დაბალ და მაღალჩინოსანმა) რეგვენებმა. მხოლოდ ის კი არა, რომ ძვირფასი ოქროს და "ხრუსტალის" ნივთები უზნეობაა, არამედ ის რომ პატრიარქი უზნეო მეშჩანი იყო.

ეს პოსტი კი უფრო დედაჩემს ეძღვნება, რომელიც საშინლად მაკლია და მენატრება!", - წერს კაკაბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

იხილეთ| "სამებაში პატრიარქის Birthday party-ა მგონი, დილიდან გამაყრუეს ზარებმა" - ნინია კაკაბაძე

-"ხელშეუხებელია პატრიარქი?" - ნინია კაკაბაძის პასუხი მათ, ვინც ილია მეორეზე მისმა ნათქვამმა გააღიზიანა

"ბოდიში, რომ ამდენი ყურადღება წაგართვით" - ნინია კაკაბაძე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს