"ფეისბუქზე" სახალისო ფოტოფაქტი ვრცელდება: პატრულის მიერ უკუღმა შევსებული საჯარიმო ქვითარი. ჯარიმა თელავის რაიონშია გამოწერილი.
ცნობილია, რისთვის დააჯარიმა სამართალდამცველმა მძღოლი - უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის გამო, თუმცა უცნობია, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ჯარიმის შევსების მომენტში თავად პატრული.