"დღეს საქართველოში შობის აღნიშვნა, არის ოკუპანტების მხარდაჭერა" - გიგი თევზაძე

"დღეს საქართველოში შობის აღნიშვნა, არის ოკუპანტების მხარდაჭერა" - გიგი თევზაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, პროფესორ გიგი თევზაძის სტატუსი "ფეისბუქზე" ახალი სკანდალის მიზეზი გახდა. "არ გეწყინოთ, მაგრამ, დღეს, საქართველოში, შობის აღნიშვნა, არის ოკუპანტების მხარდაჭერა და კიდევ ერთი ნაბიჯი დამოუკიდებლობის დაკარგვისკენ", - დაწერა თევზაძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

სტატუსს უცენზურო კომენტარები მოჰყვა: "ბატონო გიგი, თქვენმა დედამ გადაუსწრო ამაღლობელის დედას?"; "დააცადეთ იქნებ რამე ახსნა მისცეს ამ გაჭირვებულმა... რა ცოდო ხარ პროფესორო"; "უფრო ხშირად დაწერეთ ხოლმე თქვენი აზრები, გავერთობით მაინც ცოტას", - წერენ სტატუსის კომენტარებში.