11:13 / 09-01-2016
"შენ ვინ გიცნობს... შე წერა-კითხვის უცოდინარო!" - რატომ დაუპირისპირდა ნანუკა ჟორჟოლიანს მარიამ კუკუნაშვილი
სუროგაციის ცენტრის მსოფლიო ქსელის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს აკრიტიკებს. კუკუნაშვილმა ჟორჟოლიანის რამდენიმე კვირის წინანდელი პოსტი გაიხსენა, რომელშიც ტელეწამყვანმა ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის სტილის მიბაძვასთან დაკავშირებით დაწერა.

"რა ჯობია ნუნუკას თუ მიბაძავ ხოლმე, დაგეხვეწება გემოვნება. ასე რომ, კომპლიმენტი უთქვამთ მათ, ვინც ნუნუკას მიბაძვაში დაგდო ბრალი. ისე უბრალოებასა და გულწრფელობაშიც თუ მიბაძავ, კარგი იქნება. თუმცა, შენ ხომ ისეთი "ჰაი კლასი" ხარ ნუნუკასნაირები ვინ არიან, ვერც კი ხვდები. ხო კიდევ ეხლა გამახსენდა. ნანუკას დასმულ შეკითხვაზე მის კედელზე, ვინ მოეწვია გადაცემაში, ერთ გოგოს დაუწერია, მარიამ კუკუნაშვილი მოიწვიეო. ნანუკასაც "გულწრფელად" უკითხავს, ეგ ვინღააო. მე ის ვარ, ჩემს სფეროში მთელი მსოფლიო რომ მიცნობს. შენ ვინ გიცნობს შენი პროფესიით, სნობი სეფექალების გარდა, შე წერაკითხვის უცოდინარო! ძუძუმოშიშვლებული რომ მევლო გადაცემიდან გადაცემაში და სექსზე რომ მელაპარაკა, ხომ გეცოდინებოდა, ვინ ვარ. რა ვქნათ, შენი "პროფესიონალიზმი", მეტს ვერ ქაჩავს", - წერს კუკუნაშვილი პოსტში.

პოსტს ასამდე კომენტარი მოჰყვა, მათ შორის საზოგადოების ცნობილი სახეების, რომელთა ნაწილი ნანუკა ჟორჟოლიანის დაცვას
You must have Flash Player installed in order to see this player.
შეეცადა და მარიამ კუკუნაშვილს ტონი დაუწუნა. მათ შორის იყო კუკუნაშვილის ახლო მეგობარი ია ფარულავა, რომელიც კომენტარში წერს: "მე არ ვიცი ნუნუკას ამბავი, მაგრამ კომენტარი ეგ ვინ არისო რომ უკითხვას შენზე, მექანიკურ შეცდომად მიმაჩნია. აი ისეთად, მე რომ ცუდ კომენტარებს მექანიკურად ვალაიქებ და თან ისე რომ, არც ვკითხულობ. ნანუკას არ ვიცავ თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, მას არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, რომ სიამოვნებით დაგითმობდა თავის შოუში ნებისმიერ დროს ნებისმიერ თემაზე. ამის პასუხად კუკუნაშვილმა ჟორჟოლიანის "ძველი ცოდვები გაიხსენა": "მექანიკური შეცდომა კი შესაძლოა... სადაც არტილერია და არტერია ეშლება, რა გასაკვირია..."

მოგვიანებით თავად კრიტიკის ადრესატი გამოეხმაურა პოსტს. ნანუკა ჟორჟოლიანი კუკუნაშვილის პასუხად წერს: "არასოდეს მომიწვევიხარ გადაცემაში და ესაა მიზეზი ამ სტატუსების, მესმის შენი. სულ რომ ყოველ დღე მომიძღვნა სტატუსი, მაინც არ მოგიწვევ. შენ ხომ ისედაც მსოფლიო "გიცნობს" მარიამ, ძაან "მასშტაბური" ხარ ჩემი გადაცემისთვის".

ასევე დაგაინტერესებთ:

სუროგაციის წყალობით მილიონერად ქცეული ქართველი ქალი

"ეს ქალი ძაან ლამაზად იცვამს" - პრემიერის მეუღლის შემდეგ ხმაური ნანუკა ჟორჟოლიანის კაბამ გამოიწვია
10:54 / 11-10-2016
კუკუნაშვილი რომ ვინმეზე რამეს იტყვის, თავი რომ მხსნელი გონია და უფლის ნების საწინააღმდეგო საქმით თავს იწონებს, ღმერთმა ქნას გონს მოეგოს



ნინო
13:57 / 10-01-2016
ნანუკას საკუთარი თავზე ზედმეტი წარმოდგენა აქვს ასე ჩანს (ნუ ეს ჩემი აზრია და არა კრიტიკა ) ;)
anabelle
მსგავსი სიახლეები
"უსიგარეტობამ შემაძლებინა ვარჯიში. ეს ორი ერთად კი ცხონებაა ორგანიზმისთვის"
"მე მათი მიკვირს, "შავრაზმელი" ელისო კილაძის ნიუსებს რომ აფრიალებდნენ"
"პროდუქტი, რომელსაც ქმნიან დახარჯული მილიონების და წლების მიუხედავად 0%-იან ნიშნულს ვერ სცდება"
ტელეწტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე იტალიაში
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
16:40 / 06-12-2016  Image სააკაშვილი: "თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ, აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ"
სააკაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის პოსტი მის მიზანს არ წარმოადგენს
11:34 / 06-12-2016  Image "რეკლამები ცუდად მოქმედებს ახალგაზრდებსა და უმწიფარ ბავშვებზე, რომლებიც ცდუნდებიან და ტოტალიზატორებს აკითხავენ"
ქალებს უფრო უჭირთ, თავი დაანებონ თამაშს
13:28 / 06-12-2016  Image ავღანელმა მიგრანტმა ევროკომისიის ჩინოვნიკის ქალიშვილი გააუპატიურა და მოკლა
მარია სწავლისგან თავისუფალ დროს სხვადასხვა თავშესაფრებსა და სახლებში მცხოვრებ მიგრანტებს ეხმარებოდა
16:09 / 06-12-2016  Image 1 წლის ბარბარე გადარჩება! - გოგონასთვის ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჯანდაცვის სამინისტრომ დააფინანსა
"ბარბარეს ღვიძლის გადანერგვა სჭირდება სასწრაფოდ, რაც 126 000 $ ღირს"
17:30 / 06-12-2016  Image მეკო კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე საპატრიარქოში...
ფეისბუქის გვერდი "რაგბის ფანები" ემოციურ ფოტოს აქვეყნებს
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49