17:16 / 09-01-2016
"პატრიარქმა მთხოვა: შენს დას გადაეცი, არანაირი ქონება არ მაქვს, რაც არის საპატრიარქოში, ქართველი ხალხისაა" - ირაკლი კაკაბაძე
ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" გვერდზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც პატრიარქთან 8 იანვარს შეხვედრის ამბავს აღწერს. "დღეს საოცარი შეხვედრა მქონდა პატრიარქთან. რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ ცხოვრებაზე. ის, როგორც ყოველთვის, საოცრად მშვიდი იყო. როგორც ყოველთვის მოიკითხა თბილად მთელი ჩემი ოჯახი. და მთხოვა: შენს დას გადაეცი, მე არანაირი ქონება არ მაქვს - მე არც შვილი მყავს რომ ქონება დავუტოვო - ჩემი შვილები თქვენ ხართ და ყველაფერი რაც აქ არის, საპატრიარქოში ისევ და ისევ ქართველი ხალხისაა. საერთოდ, ქონების ქონება არც ისე კარგი საქმეა. სჯობია ის ადამიანმა გასცეს, როგორც ამას მაცხოვარი ამბობს".

სიბრძნეა ეს. დიახ, ქონება ადამიანს ამძიმებს. ქონება ადამიანს აუბედურებს. ადამიანს მხოლოდ მინიმუმი სჭირდება. მას სიხარბე აბრმავებს და აგიჟებს. ზუსტად ასე ფიქრობდა დედაჩემიც - ნათია ამირეჯიბიც. სწორედ ამიტომ იყო, რომ სიტყვა "ბურჟუა" მისთვის დამამცირებელი ტერმინი იყო. "რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია". დიახ, ადამიანის და საზოგადოების სიმდიდრე სწორედ იმაშია თუ რამდენად ბევრის გაცემა შეუძლია მას. გაცემაა სიმდიდრე და არა მოხვეჭა.

...1992 წლის შემდეგ სწორედაც რომ ფსევდო კულტურა დამკვიდრდა საქართველოში - ნეოლიბერალური ეგოცენტრიზმი - და ეს არა მარტო საქართველოშია. მთელი მსოფლიო მძიმე სულიერ კრიზისს განიცდის. განსაკუთრებით კი მატერიალისტური დასავლეთი, სადაც ფულის-დაუ ჯონსის-ფილისტერიზმის ფსევდო იდეალი ბატონობს. როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი ამბობს, დღევანდელ დასავლეთში "დემოკრატიის პორნოგრაფიაა", სადაც ფულის კულტი ჭამს ყველა იდეალს. თავისუფლება აღარ არის თავისუფალი. ის დამორჩილებულია კრედიტ-კარტებს და კრედიტ-კომპანიებს. ადამიანს მარტო ერთი არჩევანი ეძლევა - რომ იყოს მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელი. მომხმარებლობას ამაზონის ჯუნგლებშიაც ძალით ტენიან.

დიახ, ადამიანი არ უნდა იყოს მომხმარებელი. მან არ უნდა თქვას სხვა ადამიანზე: მე ის მოვიხმარე ან ვიხმარე. ადამიანი მოყვარული უნდა იყოს. სხვა ადამიანის მოყვარული. როგორც ემანუელ ლევინასი იტყოდა, ასევე მეოცე
You must have Flash Player installed in order to see this player.
საუკუნის დიდი მოაზროვნე - ადამიანის მოვალეობაა რომ ის იყოს არა-ინდიფერენტული - მას ფეხებზე არ უნდა ეკიდოს "სხვა". მაშინ არის ადამიანი ადამიანი.

...ვინ ვარ მე რომ ვფლობდე კერძო საკუთრებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტებაა მსოფლიოში. ათასობით ადამიანს სახლ-კარის გარეშე ტოვებს ეს კერძო საკუთრების მფლობელ ბანდიტთა სისტემა. ნამდვილი ქურდები კერძო მესაკუთრეები არიან. დიახ, პრუდონი მართალი იყო - კერძო საკუთრება ქურდობაა.

...მე არ მინდა კერძო საკუთრება. ისევე როგორც პატრიარქს არ უნდა კერძო საკუთრება. უარი ვთქვი კერძო საკუთრებაზე - და მივიღე საერთო საკუთრება. არა ბოლშევიკური საკუთრება - არამედ საერთო საკუთრება.

ადამიანი არ არის ბოროტი არსება. ასე ფიქრობდა დედაჩემი. ადამიანის დანიშნულებაა რომ არა მატერიისთვის, არამედ იდეისთვის იცხოვროს და მოკვდეს. ასეც ფიქრობდა დედაჩემი. უიდეო და მატერიალისტი ადამიანი ისეთივე მარტოობაში კვდება ვარდით ხელში, როგორც ორსონ უელსის "მოქალაქე კეინი" - ასეც ფიქრობდა დედაჩემი. ეს მის წიგნებშიც წერია. და ბევრი სხვა რამეც.

პატრიარქმა დღეს სიბრძნე მითხრა. მას არ აქვს კერძო საკუთრება - მას არ აქვს ქონება - და ის ბედნიერია თავისი ხალხის სიყვარულით. მაშასადამე, მეც არ უნდა მქონდეს კერძო საკუთრება. სიხარბე ანგრევს ადამიანს. სიყვარული აშენებს მას", - ასრულებს ვრცელ პოსტს კაკაბაძე.
11:19 / 29-01-2016
მინიმუმი ალბათ ამერიკის მოქალაქეობას გულისხობს
nika-s
11:15 / 29-01-2016
ეს და-ძმა თუ ქართველები არიან, მაშინ მე მრცხვენია რომ მეც ქართველი ვარ
123
მსგავსი სიახლეები
"ბევრი ქართველია რუსეთში, თითქმის ერთი მილიონი"
სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა რიგით 46-ე საყოველთო ნათლობა დასრულდა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვიდან თბილისში 25 ნოემბერს დაბრუნდება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვიდან თბილისში 25 ნოემბერს დაბრუნდება
პატრიარქ კირილის დაბადების 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებზეა მიწვეული
ილია მეორე 18 ნოემბერს მოსკოვში რუსეთის პატრიარქის მიწვევით მიემგზავრება
"ამბიონთან ახლოს ვდგებოდი ხოლმე, დიაკონი აღსავლის კარში როცა შევიდოდა, მის შესამოსელს რომ შევხებოდი"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:25 / 07-12-2016  Image 535 ათასი ადამიანი საყოველთაო დაზღვევით ვეღარ ისარგებლებს - ვის შეეხება ცვლილება
"ჯერ საყოველთაომ აგინაზღაუროს და რაც დარჩება, აგინაზღაურებ მეო"
21:04 / 08-12-2016  Image რატომ დაშორდნენ თეკლა ჯავახაძე და გიორგი მარშანია - "მომწონს, რომ რაღაც ახალი იწყება"
"განსხვავებული ტრადიცია არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ"
21:55 / 08-12-2016  Image როგორ დავზოგოთ ბენზინი - ეს ხერხები ბევრმა მძღოლმა არ იცის!
ავტოგასამართ სადგურზე თითოეული შესვლა მძღოლის საფულეზე საკმაოდ მწვავედ აისახება
14:32 / 08-12-2016  Image "ჯაშუში" ქართველები რუსეთის ციხეებში
ოქსანა სევასტიდი ერთადერთი არაა, ვინც "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავეს
11:55 / 08-12-2016  Image დაბრუნდებიან თუ არა ცოტნე და ბახვა "ჩემი ცოლის დაქალებში": "პირობას გაძლევთ, მაყურებელს თავს არ მოვანატრებთ..."
"პაუზა მგონი, კარგიც არის, მაყურებელი ჩვენს გამოჩენას მეტი ინტერესით დაელოდება..."
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49