ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
18:26 / 10-01-2016
"რომ ვიცოდე, შენ გაივლი, დღესვე წავალო!... გული შემადნა, ეს რომ მითხრა"
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ეს სტატუსი წამოვიღე ეტლით მოსარგებლე ულამაზესი ახალგაზრდა ქალისგან, რომელსაც, მაქვს პატივი პირადად ვიცნობდე.
ჩემი ჯაშუში თანამგზავრები, რამეს მათთვის არმოსაწონს რომ დავწერ და დამასევენ ხოლმე ანონიმურ ზონდერებს, ნეტავ მიიტანდნენ ამ სტატუსს ყველა ქალაქის მერიის თვალამდე, ყურამდე და ვინ იცის, გულამდეც მივიდეს.

Iveta Tsitashvili

მე და მამა ყოველთვის "ვხოცავთ" ერთმანეთს, დედა გვეუბნება, თქვენ მამა-შვილი კი არა მამინაცვალი და გერი ხართო, მამა ასეთ დროს დედას ეუბნება, ეს ჩემი შვილი არ არის, დნმ-ის ანალიზს ვითხოვო :) გუშინ მამამ მითხრა, რა იქნებაო, ერთხელ მაინც დადგე ფეხზე, გაიარო როგორც ადრე და გაახარო მამის გულიო. მე ვუთხარი, სთხოვე ღვთისმშობელს და დამაყენებს ფეხზე-თქო. ვთხოვო მე ყოველდღე, სწორად არ სთხოვ ალბათ, ასე უთხარი, მე უკვე არ შემიძლია შვილის ტარება და დააყენე ჩემი შვილი ფეხზე-თქო. მამამ გაკვირვებული თვალებით შემომხედა და მითხრა, მე მაგას ვერ ვეტყვი ღვთისმშობელსო, რატომ ვერ ეტყვი-მეთქი, აბა, როგორ უნდა ვუთხრა, მამა ვარ და შვილის ტარება არ შემიძლია-თქო, მე ხომ მამა ვარ, ჰოდა,
You must have Flash Player installed in order to see this player.
სანამ სული მიდგას გატარებო, ისიც რას მეტყვის, ვიცი მე მაგის პასუხიცო. მერე, აი, როცა წასვლის და სულის ჩაბარების დრო დადგება, მაშინ კი ვეტყვი, კიარა, ისედაც ნახავს რომ არ შემეძლებაო. რომ ვიცოდე, შენ რომ გაივლი, დღესვე წავალო. განა არ ვიცოდი, განა არ ვგრძნობდი, განა არ ვხედავდი მის სიყვარულს, მაგრამ გული შემადნა, ეს რომ მითხრა. მამა არ ცხოვრობს ეკლესიურად, არც ეზიარება, ეკლესიაში მე რომ მივყავარ, შიგნით ვერ ვაჩერებ, შემიყვანს და გარეთ გარბის, არც მარხულობს. ჰოდა, მამა ჩემზე და ყველაზე დიდი ქრისტიანია. დედაზე არაფერს ვიტყვი, ის სასწაული მყავს, ღვთისმშობელივით. გუშინდელიდან აღარ ვეურჩები. სულ "ბუნჩულა მამიკოს", სულ "ჩემი გულის" ვეძახი და იცინის, რა გამიზრდიხარო :) <3
P.s. მე სხვა ვარ. განსხვავებული თოვლი მოვიდა ამ ზამთარსაც, როგორც წვიმა სულ სხვანარი იყო ამ გაზაფხულზე. სასწაული ამინდებია ჩემ ცხოვრებაში, უცნაურად სასწაული... და მიყვარს, ყველა და ყველაფერი მიყვარს, რაც და ვინც არ ან ვერ მიყვარდა, ისინიც მიყვარს :)"...
09:40 / 16-01-2016
ივეტა ჩემი თანაქალაქელია. საოცრი ადამიანი. მგრძნობიარე , სენტიმენტალური , რომანტიული თავის ლექსებში. აქტიური საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ესეთი ადამინანები გვაძლიერებენ აქეთ. თავისნთი უზომო სიყვარულით სიცოცხლისადმი. მადლობა ამ ფოსტისტვის ნათია ფანჯიკიძეს.
გულიკო
10:50 / 12-01-2016
ცრემლები მომდის, მიყვარხართ!
nini
მსგავსი სიახლეები
"საშიში პირი ვარ, ტერორიზმში ვარ ეჭვმიტანილი, თუ რა საფუძველი აქვთ, მდიონ"
"სივიში 2016-დან ჩავამატე გამოცდილება - დედამთილი!"
"ნიკოს ქორწილში ირაკლის ჰიპ-ჰოპის მოცეკვავესავით ზურგზე დატრიალება და ყიფლიბანდზე ბრუნების კეთება პირველად ვნახეთ"
"მკვლელებს ყველაზე ნაკლებს უსჯიან, მარიჰუანას მწეველს ყველაზე მეტს. აბსურდია"
მისი სურვილი დაგვიანებით სრულდება, სახლში პატარა ჩნდება, თანაც მისი გვარის!
საქართველოში ამ სფეროში ფინანსური ბრუნვა 2 მილიარდ ლარს სცდება
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
16:51 / 25-09-2016  Image თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
+VIDEO ისმოდა სროლის ხმაც. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები
18:14 / 24-09-2016  Image 300 წლის წინ გარდაცვლილმა წმინდანმა ბავშვმა თვალები გაახილა - დასავლური მედია მექსიკური სასწაულის შესახებ
+VIDEO| 300 წლის წინ გარდაცვლილი წმინდანად შერაცხული ბავშის ცხედარმა მოულოდნელად თვალები გაახილა
16:46 / 24-09-2016  Image ვინ და რატომ აღწერს სკოლებში პატრიარქის ნათლულებს - განათლების სამინისტროს და საპატრიარქოს კომენტარები
ინფორმაციამ მშობლებში გაურკვევლობა გამოიწვია და რამდენიმე ადამიანმა რედაქციაშიც დარეკა შეკითხვებით
13:37 / 25-09-2016  Image ყველაზე ლამაზი გოგონების ფოტოსესიამ საყოველთაო აღტაცება გამოიწვია
კრისტინას შესახებ ადრეც გიამბობდი, ის უკვე მსოფლიოში ცნობილი პატარა მოდელია
12:49 / 25-09-2016  Image "აღელვებულმა ბენზინი გადაისხა და ეს უბედურება დატრიალდა" - შვილებთან ურთიერთობის აკრძალვის გამო მომხდარი 2 თვითმკვლელობა
მან არ იცოდა ჩვენი კანონები, ვერ გაიგო, რატომ აეკრძალა ცოლ-შვილის ნახვა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49