ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
10:46 / 12-01-2016
"ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანი სალომე..." - ვინ იყო გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული 12 წლის გოგონა
10 იანვარს გუდაურში ტრაგიკულ შემთხვევას 12 წლის სალომე ტატიშვილი ემსხვერპლა. გოგონას დიდი სისწრაფით შეეჯახა თხილამურებით მოსრიალე 18 წლის ბიჭი. სალომე ადგილზევე დაიღუპა, ახალგაზრდა მამაკაცი კი დაშავდა და ამ დროისთვის მკურნალობას თბილისში, სამედიცინო დაწესებულებაში გადის.

VIDEO| რა რეგულაციები ამოქმედდება 12 წლის გოგონას ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ სათხილამურო ტრასებზე

სალომე ტატიშვილი ცნობილი ექიმის, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის, აკადემიკოს დავით ტატიშვილის ძმისშვილი იყო. 12 წლის გოგონა თბილისის მეექვსე საავტორო სკოლის VII კლასის მოსწავლე იყო. სკოლის "ფეისბუქის" გვერდზე სამძიმრის წერილი გამოქვეყნდა: "მოულოდნელი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა სალომე ტატიშვილი, ჩვენი სკოლის ყველაზე გამორჩეული, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანი სალომე. მთელი სკოლისთვის ეს განუზომელი ტკივილია, რომელსაც სიტყვები ვერ გამოხატავს..."
სალომე ტატიშვილი თეა დარჩიას ქორეოგრაფიული სტუდიის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლეც იყო...

ტრაგიკულ შემთხვევას "ფეისბუქის" გვერდზე ეხმაურება ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია: "უნდა იცნობდეთ კარგ თბილისელს, ექიმს და შესანიშნავ მენეჯერს - დავით ტატიშვილს... ამ ადამიანის დამსახურებით, მის დაარსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში დავდექი ხეირიანად ფეხზე ამ ორიოდე წლის უკან... დღეს დავურეკე, სამედიცინო ხასიათის საჭიროებებთან
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაკავშირებით... არ მიპასუხა. ცოტა ხანში თავად დარეკა. ჩვეული ყურადღებით, გულისხმიერებით მისმინა, ყველაფერი გადაწყვიტა, ოღონდ უკაცრავად, მე ვერ შეგხვდებითო... გუშინ გუდაურში ჩემი ძმისშვილი დაიღუპაო... ელდა დამეცა. რა დროს ჩემი რეაბილიტაცია და ვინმეს ჯანმრთელობაა ასეთ დროს, გავოგნდი ამ კაცის თავშეკავებით და ტაქტით... ადამიანი, რომელსაც პირადი უბედურებაც არ უშლის ხელს სხვებზე ზრუნვაში! მუდამ კეთილშობილი პიროვნება... ნათელში იყოს თქვენი სალომე", - წერს "ფეისბუქის" გვერდზე გამსახურდია.

სალომე ტატიშვილი გუდაურიდან თბილისში 11 იანვარს გადმოასვენეს.
12:21 / 08-02-2016
დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებ ახლობლებს
nino
19:26 / 21-01-2016
ღმერთმა ნათელში დაამკვიდროს ეს ანგელოზი
თამუნა
მსგავსი სიახლეები
+VIDEO შემთხვევის დროს ის სახლში მარტო იმყოფებოდა
"წავიდა ბორჯომში ექსკურსიაზე და ოჯახის წევრებს შეატყობინეს, ბავშვი დაიღუპაო"
მამაკაცი სახლში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა
მშენებლობაზე სამუშაო პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია
ელიას მთაზე ავტომობილი დაგორდა - გარდაიცვალა ერთი მამაკაცი, მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ტურისტი საკუთარ კარავში გარდაცვლილი იპოვეს
"გამვლელმა დაინახა, რომ ადამიანი იყო გარდაცვლილი და პატრულში დარეკა"
გარდაცვლილია ირანის მოქალაქე
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:14 / 24-09-2016  Image 300 წლის წინ გარდაცვლილმა წმინდანმა ბავშვმა თვალები გაახილა - დასავლური მედია მექსიკური სასწაულის შესახებ
+VIDEO| 300 წლის წინ გარდაცვლილი წმინდანად შერაცხული ბავშის ცხედარმა მოულოდნელად თვალები გაახილა
16:46 / 24-09-2016  Image ვინ და რატომ აღწერს სკოლებში პატრიარქის ნათლულებს - განათლების სამინისტროს და საპატრიარქოს კომენტარები
ინფორმაციამ მშობლებში გაურკვევლობა გამოიწვია და რამდენიმე ადამიანმა რედაქციაშიც დარეკა შეკითხვებით
10:33 / 25-09-2016  Image "ადამიანის გადასარჩენად მტკვარში სასულიერო პირი გადახტა" - მძიმე სტატისტიკა და 34 გადარჩენილი სიცოცხლე
"მდინარე მტკვარზე 9 ხიდია და სამწუხაროდ, ყველა მათგანიდან გვაქვს გადახტომის შემთხვევა"
10:53 / 25-09-2016  Image "სიცოცხლის უფლება მხოლოდ ვაჟებს არ უნდა ჰქონდეთ!" - სელექციური აბორტის შედეგად "გამქრალი" გოგონები
"როდესაც მესამედ დავორსულდი, გადავწყვიტე, ექოსკოპია გამეკეთებინა"
18:00 / 24-09-2016  Image ფოტოები ირაკლი ღარიბაშვილისა და ნუნუკა თამაზაშვილის მეოთხე შვილის ნათლობიდან
ნინო დღეს გაქრისტიანდა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49