"ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანი სალომე..." - ვინ იყო გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული 12 წლის გოგონა

"ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანი სალომე..." - ვინ იყო გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული 12 წლის გოგონა

10 იანვარს გუდაურში ტრაგიკულ შემთხვევას 12 წლის სალომე ტატიშვილი ემსხვერპლა. გოგონას დიდი სისწრაფით შეეჯახა თხილამურებით მოსრიალე 18 წლის ბიჭი. სალომე ადგილზევე დაიღუპა, ახალგაზრდა მამაკაცი კი დაშავდა და ამ დროისთვის მკურნალობას თბილისში, სამედიცინო დაწესებულებაში გადის.

VIDEO| რა რეგულაციები ამოქმედდება 12 წლის გოგონას ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ სათხილამურო ტრასებზე

სალომე ტატიშვილი ცნობილი ექიმის, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის, აკადემიკოს დავით ტატიშვილის ძმისშვილი იყო. 12 წლის გოგონა თბილისის მეექვსე საავტორო სკოლის VII კლასის მოსწავლე იყო. სკოლის "ფეისბუქის" გვერდზე სამძიმრის წერილი გამოქვეყნდა: "მოულოდნელი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა სალომე ტატიშვილი, ჩვენი სკოლის ყველაზე გამორჩეული, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანი სალომე. მთელი სკოლისთვის ეს განუზომელი ტკივილია, რომელსაც სიტყვები ვერ გამოხატავს..."

სალომე ტატიშვილი თეა დარჩიას ქორეოგრაფიული სტუდიის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლეც იყო...

ტრაგიკულ შემთხვევას "ფეისბუქის" გვერდზე ეხმაურება ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია: "უნდა იცნობდეთ კარგ თბილისელს, ექიმს და შესანიშნავ მენეჯერს - დავით ტატიშვილს... ამ ადამიანის დამსახურებით, მის დაარსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში დავდექი ხეირიანად ფეხზე ამ ორიოდე წლის უკან... დღეს დავურეკე, სამედიცინო ხასიათის საჭიროებებთან დაკავშირებით... არ მიპასუხა. ცოტა ხანში თავად დარეკა. ჩვეული ყურადღებით, გულისხმიერებით მისმინა, ყველაფერი გადაწყვიტა, ოღონდ უკაცრავად, მე ვერ შეგხვდებითო... გუშინ გუდაურში ჩემი ძმისშვილი დაიღუპაო... ელდა დამეცა. რა დროს ჩემი რეაბილიტაცია და ვინმეს ჯანმრთელობაა ასეთ დროს, გავოგნდი ამ კაცის თავშეკავებით და ტაქტით... ადამიანი, რომელსაც პირადი უბედურებაც არ უშლის ხელს სხვებზე ზრუნვაში! მუდამ კეთილშობილი პიროვნება... ნათელში იყოს თქვენი სალომე", - წერს "ფეისბუქის" გვერდზე გამსახურდია.

სალომე ტატიშვილი გუდაურიდან თბილისში 11 იანვარს გადმოასვენეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს