თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ლელა კილაძესთან დაშორების შესახებ წერს.
"მე არ მჩვევია და არც მიყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი. ამჯერად გამონაკლისს დავუშვებ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბულვარული და ყვითელი მითქმა-მოთქმა.
მოკლედ, მე და ლელამ 6 წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, გაშორება გადავწყვიტეთ. ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი მწიფდებოდა და ურთიერთშეთახმებით მივიღეთ.
ასე რომ, ნურც მე და ნურც მას ნუ დაგვძრახავთ, ჩვენო საერთო მეგობრებო! ჩვენ, ჩვენი ბავშვების გარდა, საერთო შვილი ალექსანდრე გვყავს, რომელზე ზრუნვა გაგვაერთიანებს".
იხილეთ ასევე: რა ქონებას ფლობს გიგი უგულავას მეუღლე - ლელა კილაძის შემოსავლები და სკანდალები
გიგი უგულავას და მისი მეუღლის ამაღელვებელი ფოტო სასამართლო პროცესიდან