"მსოფლიო ჩემპიონი თავის საქმეში" - ჯარჯი ზვიადაური პუტინის ფოტოს გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს

"მსოფლიო ჩემპიონი თავის საქმეში" - ჯარჯი ზვიადაური პუტინის ფოტოს გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს

ძიუდოისტი ილიას ილიადისი, იგივე ჯარჯი ზვიადაური, "ინსტაგრამში" განთავსებული ფოტოს გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. ფოტოზე, რომლის გამოც ილიადისმა ქართველი გულშემატკივრების გულისწყრომა დაიმსახურა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსი ძიუდოისტები არიან აღბეჭდილნი. თუმცა, კრიტიკის მთავარი მიზეზი ის წარწერა გახდა, რომელიც ილიადისმა ფოტოს დაურთო: "4 მსოფლიო ჩემპიონი: 3 ძიუდოში, 1 - თავის საქმეში".

ქართველი გამომწერები ოლიმპიურ ჩემპიონს კომენტარებში აკრიტიკებენ: "რომელ საქმეში აფხაზეთის, ოსეთის თუ უკრაინის დაბომბვაში?"; "პოლიტიკური განცხადებები არ გინდა ჯარჯი!", "ჯარჯი, არ მგონია ეს ადამიანი ქართველებისგან შექების ღირსი იყოს"; "პუტინ *უილო! იმედია ეს ჯარჯის ოფიციალური ინსტაგრამი არაა!". თუმცა, სავარაუდოდ, გვერდი ოფიციალურია, რადგან მასზე ილიადისი მისი ვარჯიშისა და ოჯახის წევრების ამსახველ ფოტოებს ათავსებს.

შეგახსენებთ, ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური) ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც წლებია საბერძნეთის სახელით გამოდის. ილიადისი ოლიმპიური, მსოფლიოს 3-გზის და ევროპის 2-გზის ჩემპიონი, მსოფლიოს 2-გზის ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი, ასევე ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორია. ჯარჯი ზვიადაური ძიუდოისტისა და პარლამენტის წევრის, ზურაბ ზვიადაურის ბიძაშვილია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს