"დიდი ბოდიში, ჩემს საყვარელ ქვეყანასთან და ხალხთან..." - რას წერს ნიკა გვარამია ზაზა ფაჩულიას მხარდამჭერი კამპანიის დაცინვაზე

"დიდი ბოდიში, ჩემს საყვარელ ქვეყანასთან და ხალხთან..." - რას წერს ნიკა გვარამია ზაზა ფაჩულიას მხარდამჭერი კამპანიის დაცინვაზე

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია The Starters-ში ზაზა ფაჩულიას შესახებ გასულ ცინიკურ კომენტარებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:

"დიდი ბოდიში, ჩემს საყვარელ ქვეყანასთან და ხალხთან, მაგრამ ფაჩულიას მხარდამჭერი კამპანიის და მასთან ერთად მთელი ერის დაცინვა ზუსტად ისეთივე პროვინციული სნობიზმი და არაკორექტული უზრდელობაა ამერიკული მასკულტურის მხრიდან, როგორიც ჩვენი ბნელკულტურის მიერ კულტივირებული ამერიკაზე ასაკიანი თუთის ხე ეზოში. ზუსტად, ერთი ერთში. აი ჩემს ჭაღარას კიდე თუ არ ღადაობენ. რომელი წმინდა ძროხა ამერიკული მასკულტურაა", - წერს გვარამია პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, The Starters-ის წამყვანებმა გადაცემაში სოციალურ ქსელში ზაზას მხარდამჭერ კამპანიას (#NBAVOTE Zaza Pachulia) დასცინეს. "30 წლის ზაზა ფაჩულია, რომელიც არასდროს ახლოსაც კი არ ყოფილა "ოლ სტარში" მოსახვედრად, ახლა ასე მაღლა არის გამოკითხვის შედეგებში. უფრო მაღლაც კი, ვიდრე დემარკუს კაზინი, დუეინ ჰოვარდი და დირკ ნოვიცკი. ეს უმაღლესი ლიგაა, როგორ მოხდა ეს? ვინ გააკეთა ეს? საქართველომ? რამდენია მათი მოსახლეობის რაოდენობა? ოღონდ შტატის კი არა, ქვეყანა საქართველოსი? ზაზას საქართველოში ყველა უჭერს მხარს: ეს არის ქართული შოუ "ნიჭიერი" და თქვენ ხედავთ, ზაზას სახელი სცენაზე ჩანს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ტვიტერზე" დაწერა იგივე; ასევე, სამხედროებიც ერთად უჭერენ მას მხარს" - იხუმრეს ამერიკულ სპორტულ შოუში ქართველ კალათბურთელზე.

ასევე დაგაინტერესებთ: "სტარტერმა მგონია, რომ ფაჩულიას კი არა, მთელ ერს დასცინა" - ნოე სულაბერიძე არხის მესვეურებისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს=

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს