ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობაში "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას ბრალეულობაზე წერს და რამდენიმე წლის წინ მომხდარ საქმეებსაც იხსენებს:

"მე ვიცნობდი ბიძინა კუჭავას, ის არ იყო ჩვეულებრივი მარტივი პიროვნება. მისი საქმიანობა გარდა "საქართველოს ხმისა" უკავშირდება კაზინოს. ის ცნობილი "იგროკი" იყო, 2007 წელს მცხეთის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში იპოვეს ასევე "იგროკის"გოჩა მაღალდაძის გვამი.

მკვლელობის ვერსიები მიდიოდა ბიძინა კუჭავასთან, რომელსაც წაგებული 50 ათასი დოლარის გადახდა არ სურდა მოკლულისთვის, თუმცა მაშინ ვერ დაუმტკიცდა ეს მკვლელობა. ასევე დადიოდა ჭორები, რომ უშიშროების გენერლის თამაზ ნინუას მკვლელობაც თითქოს უკავშირდებოდა ბიძინა კუჭავას, თუმცა იქ მკვლელობაში თამაზ გოგია იქნა ეჭვმიტანილი, რომელიც დღემდე არ აღიარებს მეგობრის მკვლელობას!

და აი დღეს ბიძინა კუჭავა კლავს ნათესავ პროკურორს, აქაც სავარაუდოდ ვალი ფიქსირდება, გარბის ქალაქიდან. იგრძნო თუ არა რომ მის კვალს მისდევდა პოლიცია, მანქანაში ახლობელი ცოლ-ქმრის თვალწინ იღებს იარაღს და იკლავს თავს! სამწუხარო ისაა, რომ ბიძინა კუჭავას განეიტრალება არ მოხდა 2007 წელს" - წერს ჯღარკავა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს