15:50 / 19-01-2016
"ვინმეს შეეკითხოს მაინც აზრი, სანამ ასეთ გენიალურ აზრებს გადმოაფრქვევს..." - რატომ აკრიტიკებს ნიკა გვარამიას მუსიკოსი ნიკა ნიკვაშვილი
პარიზში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი ნიკა ნიკვაშვილი "ფეისბუქზე" "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს აკრიტიკებს: "როგორ მაინტერესებს ამ ახალგაზრდა ჭაბუკს ან მეგობარი არ ყავს მუსიკოსი, ან ნაცნობი ან რა ვიცი ვინმე?! შეეკითხოს მაინც აზრი, სანამ ასეთ გენიალურ აზრებს გადმოაფრქვევს... და რაც მთავარია ტელევიზიას ხელმძღვანელობს... ნამდვილად უმძიმესი ვითარებაა! ვუსამძიმრებ მის არხს და გულწრფელად ვუსურვებ გონებრივ განვითარებას!!!".

მუსიკოსის მსგავსი შეფასება ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის სტატუსს მოყვა, რომლის გამოც გვარამია სოციალურ ქსელში კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. აი, რას წერს გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე: "ღირდეს მაინც რამედ ეს უსაშინლესი ოპერა "აბესალომ და ეთერი". თრეში ნამდვილი. საერთოდაც, კარგი ქართული ოპერა არც არსებობს. მეტიც, ქართული კლასიკური მუსიკაა ზოგადად ძალიან, ძალიან სუსტი, განსაკუთრებით, მსოფლიოში საუკეთესო (გადაუჭარბებლად) ფოლკლორული მუსიკის ფონზე".

ამ განცხადების შემდეგ "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელის მისამართით რამდენიმე მუსიკოსმა კრიტიკული შეფასება გამოთქვა, თუმცა გვარამიას აზრი მისი მეგობრებიდან რამდენიმემ გაიზიარა და დაეთანხმა: "ევრორემონტი რომ ჩავუტაროთ "აბესალომ და ეთერს"? - წერს პროფესორი ნოდარ ლადარია. "ისე, მართლა, გაშალაშინება არ შეიძლება? წვეტიანი კუთხეები აქვს", - ამატებს ჟურნალისტი ნათია კობერიძე.

"ძალიან საინტერესო თემა წამოწიე! მე შემიძლია ავხსნა, თუ რატომ არის მნიშვნელივანი ეს ოპერა. ცოტა ბევრის წერა მომიწევს. ამ ფორმატში ვერ მოვახერხებ. ისე ძალიან მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი. ამიტომ ერთ საღამოს სადმე დაგპატიჟებთ! მე მაინც ძალიან მიყვარს ქართული ოპერა! თან რაღაც მეცოდება, რომ ჩვენ ხელში აცდა ჭეშმარიტ გზას!" - წერს გვარამიას სტატუსის კომენტარში რეჟისორი დავით საყვარელიძე, რომელიც წლების მანძილზე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი იყო.

ნიკა გვარამიას ფეისბუქ-გვერდზე დისკუსია საკითხზე ოპერისა და ბალეტის განახლებული თეატრის გახსნას მოჰყვა, რომლის სცენაზეც პირველად 30 წლის შემდეგ "აბესალომ და ეთერის" ნახვას შეძლებს მაყურებელი, თუმცა მხოლოდ სპეციალურად მოწვეული სტუმრები.
You must have Flash Player installed in order to see this player.
15:24 / 27-01-2016
ნიკა უგზოუკლოდ განათლებული აღმოჩნდა, როგორ ემჩნევა განათლება რუსეთში, რომ ააქვს მიღებული.
ლელა
13:45 / 25-01-2016
რას ვიზავთ ყველა ასათიანი და ჟორჟოლიანი ვერ იქნება დროს მხოლოდ იმაში კარგავენ თუ რომელს უფრო მაგარი რეიტინგული გარყვნილი და უდონო ეთერი ექნება
xato
მსგავსი სიახლეები
"ნათიას დაავადებას ქალბატონი ნინო კუზანოვი გამოეხმაურა და მტკიცებით ფორმაში აღნიშნა
"საქართველო ვერ გაანადგურა საუკუნეების განმავლობაში აღა მაჰმად ხანმა, თემურ ლენგმა და ვერ იზამს ამას ბიძინა ივანიშვილი"
"ამ კაცს სძულს არა მარტო "რუსთავი 2", არამედ ყველა ის სიკეთე, რასაც "რუსთავი 2" გამოხატავს"
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, გამოკითხვიდან
+VODEO| "ჩემზე არანაკლებ გულმხურვალე პატრიოტია როგორც ქვეყნის, ასევე, "რუსთავი 2"-ის"
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი გამოკითხვაზეა დაბარებული
როგორც გვარამიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რასაც სუსი-ი სჩადის, დანაშაულია
სავარაუდოდ ადეიშვილი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ "ეს მარტო მისი კი არა, ყველას პრობლემებია"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:02 / 23-03-2017  Image "არის ასეთი ქალაქი და ჰყავს ასეთი "მერი" - ხეების დასარგავად ამოთხრილი და ამოვსებული ორმოები თბილისის ერთ-ერთ ბაღში
ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით 169-ე ბაღში კურიოზული ფაქტი მოხდა
16:55 / 23-03-2017  Image "მარიამს დედამისი არავის ატანდა, ხელს არ უშვებდა, ყველგან თან დაჰყავდა..." - რას ყვებიან აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიისას დაღუპული გოგონას ახლობლები
+VIDEO 11 წლის მარიამი, დედასთან, მამასთან და უფროს ძმასთან ერთად, ვაშლიჯვრის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა
20:53 / 22-03-2017  Image "იყიდება საეჭვო ხარისხის პროდუქცია, რომელზეც მომხმარებელმა არაფერი იცის" - წაიკითხეთ აუცილებლად, თუ ქათმის ხორცს ხშირად ყიდულობთ
"ზრდის ჰორმონი ონკოლოგიური დაავადებების სერიოზული სტიმულატორია"
14:56 / 23-03-2017  Image ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის განაჩენს "ფეისბუქზე" ეხმაურებიან
ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს და მსახიობ ლაშა კურტანიძეს პატიმრობა შეეფარდათ
07:32 / 26-07-2016  Image ცნობილი ქართველები, რომელთა სიცოცხლეც ავტოავარიებს ემსხვერპლა
+VIDEO| ვისი სიცოცხლეც ან ოჯახი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა...
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2017-03-23 19:23:05
ვერძიმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ და...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49