"ვინმეს შეეკითხოს მაინც აზრი, სანამ ასეთ გენიალურ აზრებს გადმოაფრქვევს..." - რატომ აკრიტიკებს ნიკა გვარამიას მუსიკოსი ნიკა ნიკვაშვილი

"ვინმეს შეეკითხოს მაინც აზრი, სანამ ასეთ გენიალურ აზრებს გადმოაფრქვევს..." - რატომ აკრიტიკებს ნიკა გვარამიას მუსიკოსი ნიკა ნიკვაშვილი

პარიზში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი ნიკა ნიკვაშვილი "ფეისბუქზე" "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს აკრიტიკებს: "როგორ მაინტერესებს ამ ახალგაზრდა ჭაბუკს ან მეგობარი არ ყავს მუსიკოსი, ან ნაცნობი ან რა ვიცი ვინმე?! შეეკითხოს მაინც აზრი, სანამ ასეთ გენიალურ აზრებს გადმოაფრქვევს... და რაც მთავარია ტელევიზიას ხელმძღვანელობს... ნამდვილად უმძიმესი ვითარებაა! ვუსამძიმრებ მის არხს და გულწრფელად ვუსურვებ გონებრივ განვითარებას!!!".

მუსიკოსის მსგავსი შეფასება ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის სტატუსს მოყვა, რომლის გამოც გვარამია სოციალურ ქსელში კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. აი, რას წერს გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე: "ღირდეს მაინც რამედ ეს უსაშინლესი ოპერა "აბესალომ და ეთერი". თრეში ნამდვილი. საერთოდაც, კარგი ქართული ოპერა არც არსებობს. მეტიც, ქართული კლასიკური მუსიკაა ზოგადად ძალიან, ძალიან სუსტი, განსაკუთრებით, მსოფლიოში საუკეთესო (გადაუჭარბებლად) ფოლკლორული მუსიკის ფონზე".

ამ განცხადების შემდეგ "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელის მისამართით რამდენიმე მუსიკოსმა კრიტიკული შეფასება გამოთქვა, თუმცა გვარამიას აზრი მისი მეგობრებიდან რამდენიმემ გაიზიარა და დაეთანხმა: "ევრორემონტი რომ ჩავუტაროთ "აბესალომ და ეთერს"? - წერს პროფესორი ნოდარ ლადარია. "ისე, მართლა, გაშალაშინება არ შეიძლება? წვეტიანი კუთხეები აქვს", - ამატებს ჟურნალისტი ნათია კობერიძე.

"ძალიან საინტერესო თემა წამოწიე! მე შემიძლია ავხსნა, თუ რატომ არის მნიშვნელივანი ეს ოპერა. ცოტა ბევრის წერა მომიწევს. ამ ფორმატში ვერ მოვახერხებ. ისე ძალიან მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი. ამიტომ ერთ საღამოს სადმე დაგპატიჟებთ! მე მაინც ძალიან მიყვარს ქართული ოპერა! თან რაღაც მეცოდება, რომ ჩვენ ხელში აცდა ჭეშმარიტ გზას!" - წერს გვარამიას სტატუსის კომენტარში რეჟისორი დავით საყვარელიძე, რომელიც წლების მანძილზე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი იყო.

ნიკა გვარამიას ფეისბუქ-გვერდზე დისკუსია საკითხზე ოპერისა და ბალეტის განახლებული თეატრის გახსნას მოჰყვა, რომლის სცენაზეც პირველად 30 წლის შემდეგ "აბესალომ და ეთერის" ნახვას შეძლებს მაყურებელი, თუმცა მხოლოდ სპეციალურად მოწვეული სტუმრები.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს