15:50 / 19-01-2016
"ვინმეს შეეკითხოს მაინც აზრი, სანამ ასეთ გენიალურ აზრებს გადმოაფრქვევს..." - რატომ აკრიტიკებს ნიკა გვარამიას მუსიკოსი ნიკა ნიკვაშვილი
პარიზში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი ნიკა ნიკვაშვილი "ფეისბუქზე" "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს აკრიტიკებს: "როგორ მაინტერესებს ამ ახალგაზრდა ჭაბუკს ან მეგობარი არ ყავს მუსიკოსი, ან ნაცნობი ან რა ვიცი ვინმე?! შეეკითხოს მაინც აზრი, სანამ ასეთ გენიალურ აზრებს გადმოაფრქვევს... და რაც მთავარია ტელევიზიას ხელმძღვანელობს... ნამდვილად უმძიმესი ვითარებაა! ვუსამძიმრებ მის არხს და გულწრფელად ვუსურვებ გონებრივ განვითარებას!!!".

მუსიკოსის მსგავსი შეფასება ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის სტატუსს მოყვა, რომლის გამოც გვარამია სოციალურ ქსელში კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. აი, რას წერს გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე: "ღირდეს მაინც რამედ ეს უსაშინლესი ოპერა "აბესალომ და ეთერი". თრეში ნამდვილი. საერთოდაც, კარგი ქართული ოპერა არც არსებობს. მეტიც, ქართული კლასიკური მუსიკაა ზოგადად ძალიან, ძალიან სუსტი, განსაკუთრებით, მსოფლიოში საუკეთესო (გადაუჭარბებლად) ფოლკლორული მუსიკის ფონზე".

ამ განცხადების შემდეგ "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელის მისამართით რამდენიმე მუსიკოსმა კრიტიკული შეფასება გამოთქვა, თუმცა გვარამიას აზრი მისი მეგობრებიდან რამდენიმემ გაიზიარა და დაეთანხმა: "ევრორემონტი რომ ჩავუტაროთ "აბესალომ და ეთერს"? - წერს პროფესორი ნოდარ ლადარია. "ისე, მართლა, გაშალაშინება არ შეიძლება? წვეტიანი კუთხეები აქვს", - ამატებს ჟურნალისტი ნათია კობერიძე.

"ძალიან საინტერესო თემა წამოწიე! მე შემიძლია ავხსნა, თუ რატომ არის მნიშვნელივანი ეს ოპერა. ცოტა ბევრის წერა მომიწევს. ამ ფორმატში ვერ მოვახერხებ. ისე ძალიან მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი. ამიტომ ერთ საღამოს სადმე დაგპატიჟებთ! მე მაინც ძალიან მიყვარს ქართული ოპერა! თან რაღაც მეცოდება, რომ ჩვენ ხელში აცდა ჭეშმარიტ გზას!" - წერს გვარამიას სტატუსის კომენტარში რეჟისორი დავით საყვარელიძე, რომელიც წლების მანძილზე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი იყო.

ნიკა გვარამიას ფეისბუქ-გვერდზე დისკუსია საკითხზე ოპერისა და ბალეტის განახლებული თეატრის გახსნას მოჰყვა, რომლის სცენაზეც პირველად 30 წლის შემდეგ "აბესალომ და ეთერის" ნახვას შეძლებს მაყურებელი, თუმცა მხოლოდ სპეციალურად მოწვეული სტუმრები.
You must have Flash Player installed in order to see this player.
15:24 / 27-01-2016
ნიკა უგზოუკლოდ განათლებული აღმოჩნდა, როგორ ემჩნევა განათლება რუსეთში, რომ ააქვს მიღებული.
ლელა
13:45 / 25-01-2016
რას ვიზავთ ყველა ასათიანი და ჟორჟოლიანი ვერ იქნება დროს მხოლოდ იმაში კარგავენ თუ რომელს უფრო მაგარი რეიტინგული გარყვნილი და უდონო ეთერი ექნება
xato
მსგავსი სიახლეები
სოციალურ ქსელში სელებრითების დაპირისპირება სააშკარაოზე ხშირად გამოდის
"ნათიას დაავადებას ქალბატონი ნინო კუზანოვი გამოეხმაურა და მტკიცებით ფორმაში აღნიშნა
"საქართველო ვერ გაანადგურა საუკუნეების განმავლობაში აღა მაჰმად ხანმა, თემურ ლენგმა და ვერ იზამს ამას ბიძინა ივანიშვილი"
"ამ კაცს სძულს არა მარტო "რუსთავი 2", არამედ ყველა ის სიკეთე, რასაც "რუსთავი 2" გამოხატავს"
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, გამოკითხვიდან
+VODEO| "ჩემზე არანაკლებ გულმხურვალე პატრიოტია როგორც ქვეყნის, ასევე, "რუსთავი 2"-ის"
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი გამოკითხვაზეა დაბარებული
როგორც გვარამიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რასაც სუსი-ი სჩადის, დანაშაულია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:21 / 25-04-2017  Image "ეს ჩემთვის ბოლო ეთერია..." - "დღის შოუს" წამყვანები მაყურებელს დაემშვიდობნენ
"წარმატებები მინდა ვუსურვო გადაცემას განახლებული ფორმატით"
17:22 / 25-04-2017  Image პროფესორი რეზო გაგუა გარდაიცვალა
გაგუა საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი გახლდათ
14:38 / 23-04-2017  Image გამაბრუებელი მასტერკლასი თბილისში Stoli Group-ის ბრენდ-ამბასადორისგან
Vodka მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და სუფთა ალკოჰოლური სასმელია
11:19 / 25-04-2017  Image რა ჯდება ავლაბრის რეზიდენციის და ქუთაისის პარლამენტის შენობების შენახვა
ავლაბრის რეზიდენციის მომსახურების ხარჯებმა 2016 წელს სულ 1 559 171 ლარი შეადგინა
17:54 / 26-07-2016  Image "ექიმებს უგონოდ მყოფი დახვდათ, 100 საძილე აბი ჰქონდა დალეული" - როგორ იხსნა "112"-ის ოპერატორმა 24 წლის გოგო სუიციდისგან
"თავი დამანებეთ.... ნუ მირეკავთ..."
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49