სალომე ღვინიაშვილი "ქალების გულთამპყრობელ" თურქ მსახიობთან ერთად

სალომე ღვინიაშვილი "ქალების გულთამპყრობელ" თურქ მსახიობთან ერთად

მოდელმა და დიზაინერმა სალომე ღვინიაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ცნობილ თურქ მსახიობთან ენგინ აკიურეკთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა. ქართველი მოდელი თურქ მსახიობს სტამბოლში შეხვდა. ათლეტური აღნაგობის, 187 სანტიმეტრი სიმაღლის 33 წლის მსახიობს "ქალების გულთამპყრობელად" მოიხსენიებენ. იგი არამარტო თურქი მაყურებლისთვისაა ცნობილი. ენგინის პერსონაჟების შეყვარება უკვე მოასწრეს "საპნის ოპერების" ქართველმა გულშემატკივრებმა.

აკიურეკს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა 2010-2011 წლებში გადაღებულმა სერიალმა "უდანაშაულო", სადაც მას პარტნიორობა ცნობილმა მსახიობმა ბერენ საათმა გაუწია. ამ სერიალის პერსონაჟმა ქერიმ ილგაზმა, აკიურეკის სახელი თურქეთის ფარგლებს გარეთ გაიტანა. ის ტელე-ეკრანებზე 2014 წლის მარტში დაბრუნდა ახალი პერსონაჟით, კომისარი ომერ დემირი სერიალში "შავი ფული და სიყვარული", სადაც პარტნიორობას ცნობილი თურქი მსახიობი თუბა ბუიუქუსთუნი უწევს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს