13 ივნისის სტიქიის გმირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა: "წყალდიდობაში მოხვედრილი ცხოველების გადასარჩენად იბრძოდა..."

13 ივნისის სტიქიის გმირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა: "წყალდიდობაში მოხვედრილი ცხოველების გადასარჩენად იბრძოდა..."

"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" (GSPSA) ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია თბილისში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ:

"თბილისი. ივნისის ტრაგიკული დღეები... ირაკლი და მისი მეგობარი ოთარ დავითიშვილი პირველად მოვიდნენ GSPSA-ს თავშესაფარში თავიანთ მეგობრებთან ერთად. რამდენიმე მძიმე დღე ამ კეთილი და ვაჟკაცი ადამიანების ძალისხმევით გადარჩნენ თავშესაფარში მოყვანილი ცხოველები. დღე-ღამის მანძილზე ირაკლი და მისი მეგობრები თავდაუზოგავად იბრძოდნენ წყალდიდობაში მოხვედრილი ცხოველების გადასარჩენად....

18 იანვარს ირაკლი იმნაძე გარდაიცვალა. "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" უსამძიმრებს ირაკლის ოჯახს. "მე თქვენ ყველა მიყვარხართ!" - ამ სიტყვებით გამოგვემშვიდობა ირაკლი ივნისში.

როგორც GSPSA-ის ხელმძღვანელი თეიმურაზ წიქორიძე წერს, 13 ივნისის ახალგაზრდა გმირმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს