"ოჯახმა უარი თქვა ქელეხის გადახდაზე და შემოსული თანხა უპატრონო ბავშვთა სახლებში გადარიცხა"

"ოჯახმა უარი თქვა ქელეხის გადახდაზე და შემოსული თანხა უპატრონო ბავშვთა სახლებში გადარიცხა"

ინტერნეტმომხმარებელი ნიკა თუშაბრამიშვილის პოსტს "ფეისბუქზე" დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის მიზეზი, კახეთში მომხდარი, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო ფაქტი გახდა, რომლის შესახებაც იგი წერს:

"არ შემეძლო არ გამევრცელებინა ეს ამბავი - გუშინ თელავში დავკრძალეთ ჩემი უახლოესი მეგობარი, სახელს და გვარს არ ვწერ, რადგან არ ვიცი რამდენად ესიამოვნება მის ოჯახს. აბსოლუტურად მოულოდნელი, რევოლუციურიც კი და აღსაფრთოვანებელი იყო მისი ოჯახის გადაწყვეტილება: ოჯახმა უარი თქვა ქელეხის გადახდაზე და მთელი შემოსული თანხა გადარიცხა უპატრონო ბავშვთა სახლებში. მე ამ საქციელით ვარ აღტაცებული. ეს არის საქმეც, აწ გარდაცვლილისადმი უდიდესი სიყვარულიც და მიცვალებულის პატივისცემაც" - წერს ნიკა თუშაბრამიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს