"ეს რომ არ ვთქვა, არ შემიძლია..." - რას წერს "ფეისბუქში" გარდაცვლილი ირაკლი იმნაძის ორეული და სეხნია

"ეს რომ არ ვთქვა, არ შემიძლია..." - რას წერს "ფეისბუქში" გარდაცვლილი ირაკლი იმნაძის ორეული და სეხნია

30 წლის ირაკლი იმნაძემ, რომელიც ივნისის სტიქიის დროს აქტიურ მონაწილეობას იღებდა თავშესაფარში მიყვანილ ცხოველებზე ზრუნვაში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ტრაგიკულ ფაქტს სოციალურ ქსელში ირაკლის ორეული და სეხნია, ასევე ირაკლი იმნაძე ეხმაურება:

"არ მახასიათებს სამგლოვიარო სტატუსების წერა, მაგრამ ეს რომ არ ვთქვა, არ შემიძლია.. მე ამ ქალაქში ორეული მყავდა, სახელიც და გვარიც საერთო გვქონდა. შემთხვევით აღმოვაჩინეთ ერთმანეთი და მას შემდეგ, სადაც შემხვდებოდა, ხელს გადამხვევდა და გვერდიდან არ მიშორებდა, ყველა თავის ნაცნობს თუ მეგობარს უყვებოდა, რომ მეც ირაკლი იმნაძე ვიყავი და ასე ძაან ვგავდით ერთმანეთს. თვითონაც ბედნიერი იყო ამით და მეც მაბედნიერებდა... მეამაყებოდი იკა!!! ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ალალი და ლამაზი სული. მაგრად მიყვარხარ ტყუპიჩ (ესეც შენი მოგონილი ზედმეტსახელი)", - წერს ირაკლი.

იხილეთ ასევე: რა ვითარებაში მოიკლა თავი ივნისის სტიქიის 30 წლის გმირმა - ირაკლი იმნაძის სიკვდილის ახალი დეტალები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს