13:52 / 23-01-2016
"მე დღეს მიშა მესხი ვარ!!!" - რას წერენ "ფეისბუქზე" ცნობილი სახეები მსახიობზე გავრცელებული ვიდეოს შესახებ
უკრაინულ საიტებზე გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელზეც ასახულია, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მსახიობი მიშა მესხი და მისი მეგობარი, ქართველი ცნობილი სახეების მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. აი, რას წერენ ცნობილები "ფეისბუქის" პირად გვერდებზე:

ნანუკა ჟორჟოლიანი
"ადამიანი, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკს, არის ავადმყოფი და არა კრიმინალი. ავადმყოფებს კი, როგორც ვიცი არ ლანძღავენ. მკურნალობენ მათ. ვერ ვიგებ რა უფრო ცუდია: ის, რაც დაემართათ, თუ საზოგადოების ისტერიული რეაქცია"

ნიკა გვარამია
"მიშა მესხის ვიდეოს გადაღების და გავრცელების ფაქტი არის სამარცხვინო. ამ ვიდეოში მოღადავე ექიმები და პოლიციელები - ათჯერ უფრო სამარცხვინო.
მიშა მესხი შეიძლება არცხვენს თავის ერს (მე არ ვგრძნობ თავს შერცხვენილად, მაგრამ დავუშვათ), მაგრამ ამ ვიდეოს გადამღები, ამ ფორმით (სახეების დაბლარვის გარეშე), გამსაჯაროებელი და განსაკუთრებით დაკავებულზე/ავადმყოფზე მოღადავე პოლიცია და სამედიცინო პერსონალი (ზუსტად ეგენი არიან ერის სახე და არა ნარკომანი) პირდაპირ მეტყველებენ საკუთარი საზოგადოების ჩამორჩენილობაზე".

ია ფარულავა
"ეს რა "ჟივუჩი " ვინმეა....... მიშა მესხი - ბევრს ასეთი ბედი არა აქა აქვს. ერთხელაც იქნება და წაიღებს წერილს თუ აზრზე არ მოვიდა... ნამდვილად ნიჭიერია და ნამდვილი კოლორიტია, მაგრამ მასაც მალე დავკარგავთ თუ თავს არ უშველა"...

ნიკა ქავთარაძე
"ეკონომიკა თავზე დაგვენგრა, ლარი კვდება და ყველა მაინც იმაზე ვქოთქოთებთ, მიშა მესხს რომ ნარკოტიკები უყვარს. სომხებმა "ყვავილების ქვეყანა" რომ მიითვისეს - ეს გადავიტანეთ იმედია".

თამარ ჩერგოლეიშვილი
1. ნარკომანია, ლოთობა ავადმყოფობა არ არის - ცხოვრებისეული არჩევანია, რომელიც შესაძლოა ცუდი შედეგით (ავადმყოფობით და სიკვდილით) დასრულდეს. ავადმყოფობა არის ლეიკემია, კიბო, შიდსი ეტს.
2. ქმედუნარიან ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, თავის თავს ის დაუშავონ, რისი ხოშიც აქვთ - თუ სხვას არ აყენებენ ზიანს.
3. პოლიცია, საჯარო სივრცეში მუშაობისას, რას გადაიღებს და გაუშვებს მისი გადასაწყვეტია, თუ საქმე არასრულწლოვანს არ ეხება.
4. დაწყნარდით. ტელევიზორში თუ არ ნახეთ, ისე არ იცით, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები არსებობენ? ბოუის რომ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ტიროდით ნახევარი ფეისბუქი, რა გგონიათ, რამდენი კილო კოკაინი შეუშვა ცხვირში, სანამ მოკვდებოდა?

P.S. მე-5 პუნქტს დავამატებ - იმის მტკიცება, რომ მიშა მესხმა "საქართველო შეარცხვინა" არის სრული იდიოტიზმი. ვიღაცის ინდივიდუალური არჩევანი (თუ ხალხის მიერ არჩეული თანამდებობის პირი არ არის), არ შეიძლება მე, ან რომელიმე ჩემს თანამოქალაქეს არცხვენდეს.

ბიძინას გამო შეიძლება შეგვრცხვეს - ჩვენ ავირჩიეთ და ვთხოვეთ ქვეყანა ემართა, აი მიშა მესხი რას იზამს - დაიკიდეთ.

ირაკლი ღლონტი ("რეფორმატორების" ლიდერი)
"მიშა მესხის ვიდეოს გავრცელება არ მიმაჩნია სწორ საქციელად! მიუხედავად იმისა, რომ ჩემში უკმაყოფილება გამოიწვია მისი ამ მდგომარეობაში ხილვამ, ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს აქვს უფლება თავისი სენის შესახებ არ ვრცელდებოდეს ნიუსები და თრობის ქვეშ გადაღებულ კადრებზე არ ქილიკობდეს საზოგადოება. უფრო მეტი პატივისცემა გვმართებს საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ!"

გიგლა თუმანიშვილი ("რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი)
"რატომ ამოხტით ტრუსიკებიდან მიშა მესხის გამო? ადამიანი არის ავად!!! მე დღეს მიშა მესხი ვარ!!!"
13:21 / 25-02-2016
მოდი ვთქვათ რა წამალს უდებენ ნარკომანს 90-95% შემთხვევებში, მიშას დროსაც კი რომელსაც ვერ ვიტან ასე იყო. საქართველო პატარა ქვეყანაა, ვის დააჯერებ შენ რომ არ ხარ ნარკომანი, როცა ათეულობით მეგობარი, ძმაკაცი, ნათესავი გყავს. ვიდეოს დადება ერთი მხრივ ცუდია, მაგრამ მეორეს მხრივ დაინახოს ხალხმა და განსაკუთრებით ახალგაზრდობამ თუ რას ჰგავს ადამიანი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. ღმერთმა უშველოს მესხს და დააძლევინოს ეს საშინელება, მაგრამ ამას დიდი შრომა ჭირდება.
daviti
00:31 / 11-02-2016
რაც ქოსები მოვიდნენ, ბოლო ხმაზე ხავიხართ ამ თემაზე.თქვენ რომ მიგყავდათ პარადი, ჩემს შვილს ნარკოტიკი ჩაუდეს. მამა დაიბარეს და უთხრეს-2 კვირაში15000 ლარს მოიტან და გამოვუშვებთო. მივიტანეთ. 3 დღეში დაიბარეს და 10000 თუ არ დაამატებთ. ისიც დაგეკარგება, თან ხომ იცი ციხეში რაც ხდება და იჩქარეო.7წელს აძლევდნენ. კაპიკებში გადავაგდეთ ბინა და 1კვირაში გამოვიყვანეთ. თავი 7 ადგილას ქონდა გადახეთქილი და კოჭებში ვენები დახეთქილი. 2 თვე ვერ დადიოდა და მტელი წელი ძილში ყვიროდა, ციხეში არც შეგვიშვია.რადღეშიც იყვნენ შიგნით თქვენზე კარგად ვინ იცის.თქვენ ოჯახებით მიგყავდათ პარადი და დღეს ღავღავებთ ჰუმანურებო. ამოწყდით ამდენი ხალხის ცოდვით თქვე წყეულო სისხლიხმსმელებო. მართლა ჩმორი მთავრობა გვყავს თქვენ რომ ბანდი არ მოგისვეს და ჟივჟივებთ, მაგრამ უფალი ურმით დადისო მოგეკითხებათ ცოდვები. საწყალ კაცს ბრანი,ვერც ამ მთავრობაში იპოვა სამართალი. გადაშენდით ა მ ბ ე ბ ი. რატომ არ მიქვეყნებთ, შავ სიაში ვარ თუ რა არის. ოღონდ ეს გაუშვით და აღარ შეგაწუხებთ
nino
მსგავსი სიახლეები
ნანუკას თანაწამყვანის ამპლუაში როსტო 5 წელზე მეტხანს მუშაობდა
+PHOTO| "ალბათ აწი საერთოდ ვერ გაიგებს, რატომ არ ვაკეთებ ყოველ დღე იმას, რაც თურმე კარგად გამომდის"
თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის
"მიხეილ სააკაშვილს მთელი საქართველო ჰყავდა "დავერბოვკებული"
"სექსი არ მქონია კაცთან, ცხოველთან და თუ ქალთან გავიარე, ამის გამო ვერავინ დამაჯარიმებს და დამიჭერს"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:06 / 24-05-2016  Image დააკავეს თუ არა კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები - შსს-ს კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე
რა ხდება ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
19:31 / 24-05-2016  Image "პირველად "ბაში-აჩუკის" ღამის გადაღებებზე ვნახე... მისმა სილამაზემ დამაბრმავა" - საინტერესო ფაქტები ლია ელიავას ცხოვრებიდან
მოსკოვში სწავლის პერიოდში ლია ელიავა ქართველ ჟურნალისტზე დაქორწინდა
13:34 / 24-05-2016  Image როგორია შეკვეთილის საკონცერტო დარბაზი, რომელიც ივნისში გაიხსნება და 10 000 მაყურებელს დაიტევს
VIDEO+PHOTO BLACK SEA ARENA-ს მშენებლობა 2016 წლის ივნისში დასრულდება
17:18 / 24-05-2016  Image "მეგრელებს გული სწყდებათ, ნამეტანს გვაშაყირებთო" - ვინ არის "გრიშა კაკაჩიას" ერთგული მსახური "ლამარა"
მარინა დარასელიას თეატრში მოღვაწეობის ძალიან ხანგრძლივი - 34-წლიანი ისტორია აქვს
15:49 / 24-05-2016  Image ეკო ფანგანი საკუთარ დაბადების დღეზე ფეხშიშველი ცეკვავდა - ტელეწამყვანი იუბილეს სამი დღე აღნიშნავდა
+PHOTO| ტელეწამყვანი და მოდელი ეკო ფანგანი რამდენიმე დღის წინ იუბილარი იყო
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2016-02-08 08:11:10
ქალი სილამაზეზე უხსოვარი დროიდან ზრუნავდა,...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49