"ზუსტად ჩემხელა იყო რომ გავჩნდი და 19 წლიდან მივლის..." - როგორ ახასიათებს მამას თამარ ჩერგოლეიშვილის ქალიშვილი

"ზუსტად ჩემხელა იყო რომ გავჩნდი და 19 წლიდან მივლის..." - როგორ ახასიათებს მამას თამარ ჩერგოლეიშვილის ქალიშვილი

ტელეწამყვან თამარ ჩერგოლეიშვილის ქალიშვილი, კატო კოპალეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მამას, კოტე კოპალეიშვილს იუბილეს ულოცავს და ემოციურ პოსტს უძღვნის:

"ჰეჰე დღეს მამაჩემის დაბადების დღეა. ეს ფოტო რომელ წელს არის გადაღებული არვიცი. ალბათ 1997 ან 1998. (უი თურმე აქ 17 წლის არის)

მე არასდროს მინახავს ასეთი ყურადღებიანი, კეთილი, მხიარული და მოწესრიგებული ადამიანი (ამას იმიტომ ავღნიშნავ, რომ წიგნებს ზომის მიხედვით ალაგებს, ქამრებს მრგვალად ატრიალებს და ისე ინახავს, იატაკს სულ წმენდს და ხშირად ჭუჭყიანი ფეხებით ხალიჩაზე არ გიშვებს).

ზუსტად ჩემხელა იყო რომ გავჩნდი და 19 წლიდან მივლის.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პლანეტიდან ვართ და ბევრ რამეზე განსხვავებული აზრი გვაქვს, ორმაგად უფრო ვაფასებ ხოლმე, როცა ჩემს სამყაროში შემოსვლას, რა მაინტერესებს და რას ვაკეთებ იმის გარკვევას ცდილობს და ორმაგად უფრო მიხარია, როცა ჩემით ამაყობს და კულტურულ შოკებს გაგებით ეკიდება (და ჰო, ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ვგონივარ which obviously, I'm not). ერთად არასდროს გვიცხოვრია, თუმცა სადაც არ უნდა ვყოფილიყავი თბილისში, სტრასბურგში თუ ლონდონში, დღე არ გავიდოდა ისე რომ არ დაერეკა და არ მოვეკითხე (დღეში 9 ჯერ ალბათ)

ჰოდა გილოცავ მამა!

მიხარია, რომ არსებობ და მიხარია, რომ მამაჩემი ხარ. მამას რომ ირჩევდე, აუცილებლად შენ აგირჩევდი, რადგან არ მგონია, რომ შენზე კარგად ამ როლს ვინმე ასრულებდეს", - წერს კატო.

პოსტს თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმაურება:

- ამ ფოტოს გადაღების დროს შენ დაბადებული არ ხარ. გეგმაშიც კი არ ხარ. He is 17 here და გამახსენდა - ავანგარდული მოდის ასამბლეაზე ვართ. იყო ასეთი. 1995 წელია".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს