"მაშინაც ასეთი ყინვა იყო... ტრაგედიასავით საშინელი ყინვა..." - მკვლელობიდან 10 წლის შემდეგ, სანდრო გირგვლიანს "ფეისბუქზე" იხსენებენ

"მაშინაც ასეთი ყინვა იყო... ტრაგედიასავით საშინელი ყინვა..." - მკვლელობიდან 10 წლის შემდეგ, სანდრო გირგვლიანს "ფეისბუქზე" იხსენებენ

სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 10 წელი გავიდა. "გაერთიანებული ქართული ბანკის" საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს ოქროყანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმე წლების მანძილზე სამოქალაქო ვნებათაღელვის მიზეზი გახდა.

2011 წლის 26 აპრილის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გირგვლიანის ოჯახის სარჩელი და განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებას "აშკარად აკლდა საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა".

იხილეთ ვიდეო: რა ვიდეოს ავრცელებს სანდრო გირგვლიანის მამა შვილის გარდაცვალებიდან წლების შემდეგ

10 წლის თავზე, სანდრო გირგვლიანს "ფეისბუქის" სტატუსებში იხსენებენ: "მაშინაც ასეთი საშინელი ყინვა იყო... იმ 27-28 იანვარის ღამეს, სანდრო გირგვლიანი რომ მოკლეს... ტრაგედიასავით საშინელი და დასამახსოვრებელი ყინვა... მერე ვიღაცეები იტყვიან, კიდევ მოვბრუნდებით ხელისუფლებაშიო! როგორ არა, სულ მაგაზე ვოცნებობთ ხოლმე, განსაკუთრებით - 28 იანვარს" - წერს რუსა მუმლაძე-ავალიანი.

ტელეწამყვანი მაკა ცინცაძე ასე ეხმაურება 10 წლის წინ მომხდარ ტრაგედიას: "სადაც არ უნდა ვიყო, რა დროც არ უნდა გავიდეს და რაც არ უნდა შეიცვალოს! მე მახსოვს სანდრო გირგვლიანი!"

ლალი მოროშკინა: "სანდრო გირგვლიანი... ბრძოლის, ტანჯვის, ცრემლის 10 წელი.... რეჟიმის სრული ლუსტრაცია... ჩვენი და ჩვენი შვილების გადასარჩენად განწირული სიცოცხლე"

თამუნა ლეფსვერიძე, ჟურნალისტი: "არ გეგონოთ, რომ როდესმე დაგვავიწყდება!!! "ხელისუფლების სხვადასხვა შტო - შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ადგილობრივი სასამართლოები და საქართველოს პრეზიდენტი - ერთობლივად მოქმედებდნენ იმისთვის, რომ ხელი შეეშალათ მართლმსაჯულების აღსრულებისთვის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემზარავ საქმეში," - "2011 წლის 26 აპრილი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ."

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს