17:21 / 31-01-2016
"ძლივს გაჩნდა შანსი ამოეღოთ კარადიდან, შემოეხვიათ მკვდარი ცხოველი" - ოპერის გახსნაზე მისული საზოგადოება გააკრიტიკეს
გუშინ, 30 იანვარს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა. თუმცა, "ფეისბუქ" საზოგადოების ყურადღება გამართული პრემიერის ნაცვლად, გახსნაზე მისული საზოგადოების ტანისამოსმა მიიპყრო.

გთავაზობთ რამდენიმე პოსტს თემასთან დაკავშირებით:

ზაალ ანდრონიკაშვილი (პუბლიცისტი):

კარგია, რომ ეთიკური დისკუსია გაიმართა იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა და თუ კი რა პირობებში ცხოველების მოკვლა. საერთოდ, ეთიკა ისეთი რამეა, რასაც აქამდე საქართველოში დიდი გავრცელება არ ჰქონია და რომ გაჩნდა ამაზე მოთხოვნილება, კარგია - აზრი: შუბის ტარება და ხორცის ჭამა ერთი და იგივეა, არასწორია. ადამიანი ხორცის მჭამელი ცხოველია, არასწორია, საჭმელი და ფუფუნების საგანი ერთმანეთთან გააიგივო. შუბის გასაკეთებლად სპეციალურად იკვლება ათასობით ცხოველი, რომელსაც ადამიანი საჭმელად არ მოიხმარს. ეს არის სისასტიკე, რომელსაც თავისუფლად შეიძლება თავი აარიდო. ზედმეტ (და ჩემთვის უჩვეულო) მორალიზმში რომ არ გადავვარდე, ყველა ადამიანმა თავისთვის უნდა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა ცოცხალი არსებების მიმართ უაზრო სისტატიკე იმად, რომ ერთი საღამო ვინმეს "თვალი მოსჭრას".

ეკა ხოფერია (ჟურნალისტი):
ვისურვებდი, მეტი წამეკითხა სცენოგრაფიაზე, თავად განახლებულ ოპერაზე, ივერზე, ათანელზე, გუგუშვილზე, სუხიშვილების სამაიაზე... ვკითხულობ ძირითადად ქურქებზე, მოპატიჟებულთა სიაზე და აიფონით განათებულ დარბაზზე. ქურქებზე ოკ, ვინც ეწინააღმდეგება და ეს მისი გულწრფელი პოზიციაა ცხოვრებაში, გასაგებია, თუმცა, ბევრი ვყოფილვართ სხვა ქვეყნებში სხვადასხვა პრეზენტაციაზე თუ მიღებაზე და ბევრი გვინახავს სტუმარი ქურქში გამოწყობილი; დაპატიჟებულთა სია ეს უკვე ქართული ტრადიციაა ყველა მთავრობის დროს ყველა თავის სიას აპროტესტებს; აიფონით გადაღება ნაცვლად იმისა, რომ უყურო და უსმინო? შეიძლება არ მოგეწონოს, შენ ასე არასდროს გააკეთებდი( არასდროს არაფერი გადაგიღია და აღშფოთებული ხარ ამ უმსგავსობით) და აკრიტიკებ. დასკვნა ამ ყველაფრის რა არის?

ნახეთ ვიდეო| რა ღირს "შუბები" თბილისში: "ზოგიერთის ფასი 20 000 დოლარს აღწევს"

ნანუკა ჟორჟოლიანი (ჟურნალისტი):

ვერ ვხვდები რატომ გაგვიკვირდა წითელი ხალიჩა?! სმილე ემოტიცონ წინა წლებში ხშირად ყოფილა. შერონი თუ იმსახურებდა, ოპერა არ იმსახურებს?!:) ასე იყო ადრეც, ვიღაც გადიოდა იმ ხალიჩაზე, ვიღაც ვერა. ასე იყო ღონისძიებებზე, ვიღაც ხვდებოდა, ვიღაც ვერა. საინტერესოა ის ხალხი, წინა წლებშიც რომ იღებდნენ მოსაწვევებს და ახლაც რომ მიიღეს, მაგრამ ეს სხვა თემაა. ღმერთმა შეარგოს ყველას მოსაწვევიც და წითელი ხალიჩაც:) ადრეც და ახლაც.

ირაკლი გაფრინდაშვილი (კახი კალაძის პრესმდივანი):

ახლა უშუბობის სისვეცკემ უნდა მამკლას ?!

არჩილ გამზარდია (ჟურნალისტი):
გასავრცელებული სტატისტიკის თანახმად, ოპერის ამბებზე პროტესტის გამომთქმელთა 85%-მა პირველად გაიგო ოპერის არსებობა, ხოლო დარჩენილი პროცენტის 2/3 ოპერაში არც ყოფილა ნამყოფი.

მერსი სულხანიშვილი (ტელეწამყვანი):

ამა წლის 30 იანვარს საფუძველი ჩაეყარა საქართველოში ახალ დღესასწაულს და გამოცხადებულ იქნა, როგორც "ნაფტალინიდან შუბის ამოღების დღედ".

გოგა ხაჩიძე ("გირჩი"):
უკვე დიდი ხანია, ჩემი ჩაცმულობის და კვების გამო ცხოველი არ კვდება.
პ.ს. არც ფრინველი

თამარა ჩერგოლეიშვილი ("ტაბულას" რედაქტორი):

თავად ციროზიანი იხვის ღვიძლს ვჭამდე, ტყავის ფეხსაცმელი მეცვას და სხვებს ქურქებზე მორალს ვუკითხავდე ცხოველების დაცვის მოტივით, არასწორი მგონია.
მე ქურქები უბრალოდ არ მომწონს.
ისე, ახლა ვფიქრობდი, სადმე თუ მინახავს LIVE-ში ამდენი ქურქი. მაგრამ მგონი არასოდეს, არაფრის გახსნაზე არ ვყოფილვარ - არც ერთი
You must have Flash Player installed in order to see this player.
მთავრობის დროს.
ქუთაისში წავედი პარლამენტის გახსნაზე და მაშინაც სხვაგან მოვხვდი.

გოგი გვახარია (კინომცოდნე):

"რა მიკვირს იცით? ნუ, ეს საბჭოთა ბებოები გასაგებია - არ იციან, არ გაუგიათ, რაცხა ლევად იშოვეს კომუნისტების დროს,
ის ნორკები შეინახეს და ძლივს გაჩნდა შანსი ამოეღოთ კარადიდან, შემოეხვიათ მკვდარი ცხოველი...
მაგრამ ანანიაშვილი ნინო რომ გქვია, მთელი მსოფლიო რომ მოვლილი გაქვს, იცი, როგორ დასცინის ყველა ამ კუპეჩესკი სტილს, ჟიზელი რომ გიცეკვია და აგიტირებია დარბაზები, ხო უნდა გესმოდეს, რომ ამ გაღლეტილ ქვეყანაში მაინც უხერხულია ეს კარნავალი...
ვისაც რა უნდა ის ჩაიცვას... კი,ბატონო... და ვისაც როგორ უნდა ისე გაგაშაყიროთ მაშინ...

იხილეთ გალერეა
ტეგები:
10:52 / 25-02-2016
თავად ციროზიანი იხვის ღვიძლს ვჭამდე, ტყავის ფეხსაცმელი მეცვას და სხვებს ქურქებზე მორალს ვუკითხავდე ცხოველების დაცვის მოტივით, არასწორი მგონია
simartle
19:02 / 22-02-2016
რამ გაგაბოროტათ ხალხოოო შუბის მეტი საჭორაო არ გაქვთ?
giorgi
მსგავსი სიახლეები
"სპექტაკლზე რომ მობილურები ჰქონდათ ჩართული და ერთმანეთს ემესიჯებოდნენ, ეს სხვა თემაა..."
+PHOTO წარმოგიდგენთ სხვადასხვა ევროპული საოპერო სახლების პრემიერებზე მისული საზოგადოების ფოტოებს
ვორონცოვის თაოსნობით, 1847 წლის 15 აპრილს თბილისში საძირკველი ჩაეყარა ოპერის თეატრის მშენებლობას
გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური სტუმრები მხოლოდ "ქართუ ჯგუფის" წარმომადგენლები და ელიტის წევრები იქნებიან
საოპერო სცენის ცოცხალი ლეგენდა მონსერატ კაბალიე მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა
იტალიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ქართველი მეცო-სოპრანო იტალიის ვარსკვლავის ორდენის კავალერი გახდა
პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე ქეთევანს დავუკავშირდით...
ჩემთვის ნაკლებად არის საინტერესო, თუ რომელ პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენს პიროვნება
არის პეტრე ვედმედევის შვილიშვილი, რომელმაც ჭაბუკიანთან ერთად საქართველოში საბალეტო სკოლისა და სასწავლებლის ჩამოყალიბებას ჩაუყარა საფუძველი

მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზი საოპერო მომღერლების სიაში ნინო მაჩაიძე და ნინო სურგულაძე მოხვდნენ

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
00:00 / 25-06-2016  Image "ბელას" ტორტების მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა
თანამშრომლების განცხადებით ზარალი მნიშვნელოვანი
22:06 / 24-06-2016  Image ნოდარ ჯავახიშვილი - ჩვენთან ყველა რეგიონში 2, 3, 4, ზოგან მეტი უნივერსიტეტია - ეს მარაზმია
+VIDEO: ვერ დაგეთანხმებით, რომ უნივერსიტეტები ყველა სოფელში უნდა იყოს
16:20 / 24-06-2016  Image როგორ გამოიყურება "საბა კონსტრაქშენის" მიერ ახალაშენებული სტუდენტური საცხოვრებელი ლისის ტბაზე
+PHOTO საცხოვრებელში სტუდენტების განთავსება, შესაძლოა სექტემბერში მოხერხდეს
11:29 / 24-06-2016  Image "სტანისლავ ბონდარენკოს მსგავსი რამ არ უთქვამს" - გადასცემს თუ არა რუსი მსახიობი მოგების შემთხვევაში ბინას ჯანო იზორიას?
დავით ოქიტაშვილი მისი სახელით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს
15:33 / 24-06-2016  Image "საშიში ადამიანი ხარ, რომელიც ყველაფერს იკადრებ" - ნანუკა ჟორჟოლიანი ნანა ლეჟავას შესახებ
"მაია თაბაგარი არასოდეს იკადრებდა იმას, რასაც ნანა ლეჟავა იკადრებს"
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49