როგორ ეხმაურებიან FB-ზე კანონპროექტს "მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაზე"

როგორ ეხმაურებიან FB-ზე კანონპროექტს "მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაზე"

პარლამენტში რელიგიურ სიწმინდეებთან დაკავშირებით დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტში განიხილეს.

კანონპროექტის განხილვის დაწყებას მწვავე შეფასებები მოჰყვა ფეისბუქ-მომხმარებლებში:

ერთ-ერთი მომხმარებელი ლევან ღამბაშიძე დასჯის შესაძლო ვარიანტებს აქვეყნებს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე:

"კანონპროექტის მიხედვით, თითოეულ მოქალაქეს მიენიჭება 100 ქულა, ხოლო თითო რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფაზე მოხდება ქულების დაკლება. მაგალითად:

მღვდლის გინება - 30 ქ.

მღვდლისთვის რიგში ადგილის არდათმობა - 10 ქ.

ანეგდოტი ღმერთზე, მღვდელზე ან პატრიარქზე - 60 ქ.

დარვინის თეორიის უარმყოფლის დაცინვა - 66 ქ.

იაპონიაში მიწისძვრისა და სხვა კატაკლიზმებში ღვთის ნების ბრალეულობის უარჰყოფა - 20 ქ.

"აუუუ, ეს ტორტი სამარხვოაა? -ს მთქმელის დაცინვა - 16 ქ.

სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსების საკითხის ეჭვქვეშ დაყენება - 100 ქ და ა.შ. უქულო მოქალაქეებს მიენიჭებათ ტანსაცმელზე მისამაგრებელი სპეციალური ბრელოკები, რომელიც უნდა ატარონ ერთი წლის განმავლობაში. ამ პერიოდში ნებადართულია მისი დამცირება ქულიანი მოქალაქეების მიერ."

"ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი საკუთარ გვერდზე ინგლისურ ენაზე აქვეყნებს სტატუსს ამ საკითხზე: "პარლამენტი განიხილავს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის დასჯის კანონპროექტს, ასე რომ ამიერიდან მოქალაქეებს მოუწევთ დაფიქრება, სანამ ქვეყნის ყველაზე კორუფციულ ინსტიტუციას - ეკლესიას გააკრიტიკებენ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პატარა თეოკრატიაში"

ჟურნალისტი პაატა იაკობაშვილი: "დიდება წმინდა ინკვიზიციას! კანონპროექტის ინიციატორი სოსო ჯაჭვლიანი..."

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი დირექტორი გია ჭანტურია: "ის ფაქტი, რომ მამაო ვირით არ დადის და დადის ჯიპით, ჩემს რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს! ძალიან კაი კანონია! ისიც, რომ ტაძარში ვაჭრობენ, ისიც, რომ აღსარებას სმს-ით იბარებენ და ისიც, რომ სახელმწიფო საქმეებში ერევიან სასულიერო პირები!"

პროდიუსერი მიშა მშვილდაძე: "ვინმეს რელიგიურ გრძნონებს შევურაცხყოფდი ისეთ ხასიათზე ვარ"

პროდიუსერი ირაკლი საღინაძე: "სრულიად გულწრფელად მაინტერესებს, რას ნიშნავს რელიგიური გრძნობები და როგორ შეიძლება მათი შეურაცხყოფა? მართლა ვერ ვხვდები რაზეა კანონი და ვისაც ცოტათი მაინც ესმის ამისი ლოგიკა და არსი იქნებ ამიხსნას, საქართველოს ეკლესიას, მრევლს, ჩვეულებრივ გამვლელებს, პარლამენტარებს, რა მომენტში უჩნდებათ შეურაცხყოფის განცდა, რა წარმოშობს ამ ემოციას?"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს