"არასერიოზულობა, უცოდინრობა, პროვინციალიზმი" - რის გამო აკრიტიკებს ნიკა გვარამია პარლამენტის თავმჯდომარეს

"არასერიოზულობა, უცოდინრობა, პროვინციალიზმი" - რის გამო აკრიტიკებს ნიკა გვარამია პარლამენტის თავმჯდომარეს

"აი, როგორ აზრზე არ უნდა იყო არაფრის, პრეზიდენტის გამოსვლამდე და მის საპარლამენტო ტრიბუნაზე მოწვევამდე, მანანა კობახიძეს (და ვინც გინდა, იმას) ულოცავდე დაბადების დღეს. არასერიოზულობა, უცოდინრობა და პროვინციალიზმი" - წერს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარდგენამდე, კოლეგა დეპუტატს მანანა კობახიძეს დაბადების დღე მიულოცა მისი და პარლამენტის წევრების სახელით.

გვარამიას სტატუსზე კომენტარს წერს პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია: "მეგონა შუქს ჩააქრობდნენ და ძალიან ბევრ სანთლიან ტორტს შემოიტანდნენ".

ასევე წაიკითხეთ: "დააქცია ამ შობელძაღლმა ქვეყანა" - ნიკა გვარამია

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს