რა ხდება ფეისბუქში მას შემდეგ, რაც გოგი თოფაძემ პრეზიდენტი გააკრიტიკა

რა ხდება ფეისბუქში მას შემდეგ, რაც გოგი თოფაძემ პრეზიდენტი გააკრიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დასრულების შემდეგ, ქვეყნის პირველი პირი გააკრიტიკა და მისი მისამართით პარლამენტის ტრიბუნიდან დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა:

"ბატონო პრეზიდენტო, მინდა თქვენს მიმართ რამდენიმე კრიტიკა გამოვთქვა. თქვენ ხართ პირველი კაცი საქართველოში. თქვენი ყველა წინადადადება, სიტყვა, ბგერა ანალიზდება. მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე - თქვენ ქართველი ხალხი დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახელობას. მაშინ, ალბათ, არც საქართველოს პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ...

გოგი თოფაძემ პრეზიდენტის კრიტიკისას, "დაუნი"  შეურაცხმყოფელ სიტყვად გამოიყენა.

"ქარული ოცნების" დეპუტატის გამოსვლას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელშიც.

ნანუკა ჟორჟოლიანი: სიტყვა დაუნისთვის ბოდიშს სანამ საჯაროდ არ მოვახდევინებთ გოგი თოფაძეს, მანამდე არაფერი გვეშველება! მოიხადოს ბოდიში!

გიორგი კალატოზიშვილი: დაუნის სინდრომით დაავადებული ადამიანების წინაშე ამას აქვს ბოდიში მოსახდელი! „თქვენ ხართ პირველი პირი საქართველოში, თქვენი ყველა წინადადება, სიტყვა, ყველა ბგერა ანალიზდება." ეუბნება თოფაძე მარგველაშვილს და იმდენს ვერ ხვდება, დავიჯერო, რომ ენა გონებას წინ უსწრებს?!

ვიდეო: როგორ "ღადაობენ" "გირჩები" პრეზიდენტის გამოსვლაზე

ეკა ხოფერია: ღმერთო, გაიტანეთ ეს ადამიანი პოლიტიკური სივრციდან და პარლამენტიდან!!!

ლანა ღვიჯილია: საპენსიო ასაკი ტყუილად კი არ მოუგონიათ თავის დროზე, ამას ჭკუა უკვე ნაკლებად მოეთხოვება. 2. თვითონ არ "აარჩია" ეს მთხლე პრეზიდენტად? მე მივეცი ხმა და მე დავაყენე კანდიდატად? 3. და ახლა კიდე ჩემი დასაცავია ქოცების მოყვანილი პალტელინა -პრეზიდენტი ქოცებისვე შეურაცხყოფისგან?! შეგვეშვით რა!!!

თამარ ზერეკიძე: ეს ადამიანი საგიჯეთში რომ დავაწვინოთ არა?! ეს რა ჭირი გვჭირს ...

თამარ ჩერგოლეიშვილი: ამ გულისამრევის წასვლას დაგვპირდნენ და ეგეც ვერ შეასრულეს, რა უფასო ფული?

ნინო მაჭავარიანი: wrong on so many levels. ხომ უნდა მოახერხო, ასეთი გყავდეს. ტრაგედიაა.

დავით ნებიერიძე: ამ გაუნათლებელმა და თანაგრძნობის უნარს აბსოლუტურად მოკლებულმა ადამიანმა, ისიც კი არ იცის, რომ დაუნი სალანძღავი სიტყვა არ არის! სოლიდარობა დაუნის სინდრომიან ადამიანებს!

ვიდეო: ვინ როგორ დახვდა პრეზიდენტს - პირველი კადრები პარლამენტიდან

თამო ბადალაშვილი: სიტყვა დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ ან სალანძღავ სიტყვად - დაუნი იყო მეცნიერი (John Langdon Haydon Down), რომელმაც პირველად აღწერა ეს სინდრომი.

დაუნის სინდრომის სახელწოდების დამაკნინებელ კონტექსტში გამოყენება შეურაცხყოფს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებას და აძლიერებს საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლ.ებლობის მქონე ადმიანთა მიმართ არსებულ სტიგმას

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს