ამის გაკეთებული ტელევიზია არ გაიშვა და ამის დაზიანებული რ2 - ნიკა გვარამია ლევან გაჩეჩილაძეს პასუხობს

ამის გაკეთებული ტელევიზია არ გაიშვა და ამის დაზიანებული რ2 - ნიკა გვარამია ლევან გაჩეჩილაძეს პასუხობს

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ლევან გაჩეჩილაძისა და ბაია გადაბაძის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

"აჰა, მეტი რა თქვას ამ კაცმა? საკუთარი არხი კი არაა ამოცანა, რ2-ის დაზიანება. "იმედს" ან სხვა სამთავრობო არხებს კი არ ერჩის, რ2-ს. ლოგიკა, გარდა პოლიტიკური დაკვეთისა - არანაირი. აბა რა მაესტროს კონკურენტია რ2? სად "რ2" და სად "მაესტრო"

მანამდე "იმედის" დირექტორი იჯდა სულ კანცელარიაში, ახლა "მაესტროსი" მთლად პრემიერთან აბირჟავებს. მოკლედ, ჩვეულებრივი სახელისუფლებო პროექტია - პირველი არხი+იმედი+GDS+მაესტრო+ახალი "მთვლელი". და არც მალავენ.

p.s. ამის გაკეთებული ტელევიზია არ გაიშვა და ამის დაზიანებული რ2""

"ბაია გადაბაძის მიმართ სიმპატიებს მე ვერავინ ვერ დამწამებს, პირიქით, FB-დანაც დავაანფრენდე, რასაც უკიდურესად იშვიათად ვაკეთებ. სხვათა შორის, ზუსტად გრეჩიხებისნაირების აგრესიული აპოლოგეტობის გამო.

არც მაესტრო მომწონს, განსაკუთრებით მისი საინფორმაციო პოლიტიკა. მაგრამ ეს ჩემი პირადი გემოვნების ამბავია.

მიუხედავად ამისა, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ, დიახ, ნამდვილად, ბოლო პერიოდში მაესტროს რეიტინგი განახევრდა და 15%-დან 7%-მდე (და არა 4-მდე) დაიკლო. ოღონდ, ეგ 15%-იც ამ მენეჯმენტის ხელში ქონდა და 7-იც, თორემ მანამდე 3% იყო ისტორიული მაქისმუმი".

იხილეთ ასევე: ლევან გაჩეჩილაძე - ჩემი მთავარი ლოზუნგია, გადმოვრთოთ ადამიანები "რუსთავი2"-დან

"ეს შანტაჟია... გინდა დარჩი, თუ გინდა - წადი" - შელაპარაკება გია გაჩეჩილაძესა და ბაია გადაბაძეს შორის პირდაპირ ეთერში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს