13:50 / 06-02-2016
"ნიკოლოზ რაჭველი არის უნიჭო, უგემოვნო და არაპროფესიონალი" - რატომ დაუპირისპირდა ვახტანგ კახიძე დირიჟორს
დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ასაჯაროებს წერილს, რომელიც მისი თქმით, სამგვერდიანია და რომლის დედანიც კულტურის სამინისტროში ინახება. წერილს ხელს აწერს დირიჟორი, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ კახიძე. წერილის ბოლოს, ტექსტში ვკითხულობთ: "წარმოუდგენლად მიმაჩნია, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში ნ. მემანიშვილი-რაჭველის დირიჟორის ამპლუაში გამოჩენა. ეს იქნებოდა, ცენტრის შემოქმედებითი დონის გაუფასურება და მეტიც, ჯანსუღ კახიძის ხსოვნის შეურაცხყოფა".

ფოტოსთან ერთად, ნიკოლოზ რაჭველი ვრცელ სტატუსს წერს, რომელშიც წუხილს გამოთქვამს, რომ ორკესტრს არ უთმობენ ადგილს თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში: "დღეს დავიწყეთ გუსტავ მალერის V სიმფონიაზე მუშაობა! ყველას უხარია, მე ვარ ბედნიერი, რომ შემიძლია ასეთ ნაწარმოებთან მქონდეს შეხება! ჩვენი ორკესტრი, რომელმაც გასულ სეზონზე მალერის I სიმფონია წარმატებით შეასრულა (2-ჯერ გავიმეორეთ), წელს კიდევ ერთ ტიტანს შეეჭიდა! სიმფონიური მუსიკის მოყვარულებს მალე გავახარებთ!

მაგრამ, ყველას სახეზე გვეწერა ერთი რიტორიკული და ჩვენი ცხოვრების ლეიტმოტივად ქცეული შეკითხვა: სად დავუკრავთ მალერის მუსიკას, რომელსაც ჭირდება მხოლოდ სიმფონიური მუსიკის დარბაზი შესაბამისი აკუსტიკით და მასშტაბური სცენით, რომელიც საბედნიეროდ ჩვენს ქალაქს აქვს,
You must have Flash Player installed in order to see this player.
მაგრამ ჩვენ იქ არ გვიშვებენ... (ოფიციალურ მიზეზად სახელდება შემდეგი არგუმენტი: ნიკოლოზ რაჭველი არის უნიჭო, უგემოვნო და არაპროფესიონალი, რომლის გამოჩენა იმ სცენაზე არის დირიჟორის პროფესიის დისკრედიტაცია და ჯანსუღ კახიძის ხსოვნის შეურაცხყოფა! ამ სიტყვების ავტორი მუსიკოსი ვახტანგ კახიძე გახლავთ...)

ასე დიდხანს თუ გაგრძელდება ან საერთოდ ყველაფრის ხალისს დავკარგავთ ან უკან დაუხევლად ვიბრძოლებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო ორკესტრმა ერთხელ და სამუდამოდ დაიბრუნოს უფლება რომ სრულფასოვნად იჟღეროს და იფუნქციონეროს ისე, როგორც მის სტატუსს, ხარისხსა და რეპერტუარს შეეფერება!" - წერს რაჭველი.

მისივე თქმით, კახიძის წერილს სრულად არ აქვეყნებს, რადგან "ჯერ კიდევ ვერ ვიმეტებთ... მისი პიროვნების სრული გაუფასურება მოხდება, იქ ისეთები წერია...".
12:14 / 31-10-2016
ნიკა რომ ნიჭიერია ამას არ უნდა ლაპარაკი, რატომ არ შეიძლება თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში კონცერტი გამართოს მემანიშვილმა ის ცენტრი ხომ სახელმწიფოსია და არა ვახტანგ კახიძის. ესეიგი მხოლოდ ვახტაგ კახიძის მეტს არ შეუძლია ცენტრის გამოყენება? რა ხდება ხალხო. ერთმანეთს რატომ ვჭამთ.
ნარგიზა
11:47 / 09-03-2016
ნიკოლოზი გენიოსია! ასეთებს "ნასწავლი" ხალხი ვერცერთ დროში ვერ უგებდა...ყველაზე "განაზებული" რახმანინოვი კახიძის დირიჟორობით მოვისმინე...ეს უკვე რახმანინოვი აღარ იყო..ჩემს თავს ვუსურვებდი, რაც შეიძლება ხშირად მომესმინოს მუსიკა ნიკოლოზის დირიჟორობით და შესრულებით! ძალიან ქართულია მისი მუსიკაც, მაგრამ სად არის? სანთლით უნდა ეძებო..
nana
მსგავსი სიახლეები
"ჩემი ბავშვობის, სიყრმისა და ზრდასრულობის სიყვარულს, ნამდვილ გენიოსს, ოქროსა და ბრილიანტს ვულოცავ დაბდღეს"
ორ ცნობილ მაესტროს შორის დაპირისპირება, როგორც აღმოჩნდა, ფარულად უკვე წლებია გრძელდება
ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველი 2015 წლის ყველაზე გახმაურებული პროექტის განახლებული ვერსიით!
ღონისძიება 17 :00 საათზე დაიწყება
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:07 / 20-01-2017  Image "დღე პირველი, დღე უკანასკნელი" - როგორ დახვდა თეთრი სახლი რიგით 45-ე პრეზიდენტს
+PHOTO| ნახეთ როგორ შეხვდნენ ობამები ახალ პრეზიდენტს და როგორ დახვდა მას თეთრი სახლის სამუშაო ოთახი
18:39 / 20-01-2017  Image მერაბიშვილი - "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია
უფლებამოსილებას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია შეითავსებ
15:16 / 20-01-2017  Image მსახიობები გიორგი ბოჭორიშვილი და ეკა დემეტრაძე ერთმანეთს დაშორდნენ
+VIDEO| წყვილი თითქმის 10 წელი იყო დაქორწინებული
18:12 / 20-01-2017  Image საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცლდება
16:04 / 20-01-2017  Image 10 ვარსკვლავური წყვილი, რომელიც, თაყვანისმცემლების აზრით, არ უნდა დაშორებულიყო
იყო დრო, როცა ქორწინდებოდნენ უცნობ ადამიანებზე და უნდოდათ თუ არა ეს, ვალდებულნი იყვნენ
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2017-01-06 14:16:35
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49