"რა დროს "მაესტროა", რა დროს წილებია... ღმერთო! რა ლამაზია" - მაკა ასათიანმა ფეისბუქ-მომხმარებლები "მოაჯადოვა"

"რა დროს "მაესტროა", რა დროს წილებია... ღმერთო! რა ლამაზია" - მაკა ასათიანმა ფეისბუქ-მომხმარებლები "მოაჯადოვა"

''მაესტროში'' განვითარებული მოვლენების გამო ტელეკომპანიის მფლობელი მაკა ასათიანი თბილისში 7 თებერვალს ღამით დაბრუნდა. დღეს დილიდან დიზაინერი და ბიზნესმენ კოტე გოგელიას მეუღლე ტელეკომპანიის თანამშრომლებს შეხვდა და მათ კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის გეგმა გააცნო, მოისმინა მათი მოსაზრებებიც. შეხვედრაზე შესვლამდე კი ჟურნალისტებს განუცხადა: "ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ლევან და გია გაჩეჩილაძეები სიტუაციის მსხვერპლნი არიან. ყოველთვის მინდა დავიჯერო და მჯერა, რომ ადამიანები სიტუაციის მსხვერპლნი არიან. დიდი შანსია, რომ ისინიც მსხვერპლნი იყვნენ. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ასეა"

თუმცა, ამ განცხადებების მიღმა, სოციალურ ქსელში ასათიანის სილამაზით გამოწვეულ აღფრთოვანებას ვერ მალავენ:

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო| მაკა ასათიანი კადრს მიღმა

"გასაშტერებლად ლამაზია! რას ლაპარაკობს ვეღარც ვისმენ..." - წერს კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე; "ყველაზე ადეკვატური სტატუსია მაკა ასათიანზე: რა დროს "მაესტროა", რა დროს წილებია... რა დროს მედია-პოლიტიკაა ღმერთო!... რა ლამაზია", - მოსაზრებას იზიარებს ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი.

"ეს ქალი ამქვეყნიურია? რა ლამაზია!"; ''ისეთი ლამაზია, სულ არ ვუსმენ ინტერვიუს''; ''მოკლედ, ერი შეთანხმდა და შეჯერდა როგორც იქნა ერთ აზრზე, ქალიან კაციანად და ეს აზრი დროს უძლებს. მადლობა მაკას სილამაზეს, ქართველი ხალხის ერთიანობისთვის"; ''ვუყურებ და ვტკბები! პ.ს. ხმა არც ჩამირთავს. ასეთი ლამაზები დანაშაულს სჩადიან ქვეყნის წინაშე, რომ შვილებს მრავლად არ აჩენენ", - წერენ აღფრთოვანებული ფეისბუქ-მომხმარებლები.

ასევე წაიკითხეთ: "ყველაფერი გაკეთდება, რათა "მაესტრო" არ გახდეს "იმედის" ფილიალი

იხილეთ ვიდეო| "მინდა მჯეროდეს, რომ გაჩეჩილააძეები სიტუაციის მსხვერპლნი არიან" - რა უთხრა ასათიანმა ჟურნალისტებს "მაესტროში" მისვლის შემდეგ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს