"მობილური ტელეფონი მომპარეს. სახლიდან" - ბუბა კუდავას ქურდმა ფილოსოფიური წერილი დაუტოვა

"მობილური ტელეფონი მომპარეს. სახლიდან" - ბუბა კუდავას ქურდმა ფილოსოფიური წერილი დაუტოვა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ბუბა კუდავა გაძარცვეს. ამის შესახებ ისტორიკოსი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"მობილური ტელეფონი მომპარეს. სახლიდან.

კარი ღია იყო. მიკეტილი, მაგრამ ღია. შემოაღო მავანმა კრიმინალმა და ტელეფონი და ორი ჩანთა გააქრო. დღისით-მზისით. სახლში ვიყავით თან.

მატერიალურს არაფერს ვჩივი. წაიღო რამდენიმე სხვაგვარად ძვირფასი რამ და ტელეფონში ჩაწერილი ინფორმაცია (ფოტოები, აუდიო-ვიდეო და სხვ.). ასეთი რამ პირველად მესმისო – პოლიციელსაც გაუკვირდა.

სამაგიეროდ, იქვე, ფოიეში საჩუქრად დამიტოვა სათუთად შეხვეული გამოცდილება.

მასზე ეწერა, რომ გული და კარი ერთმანეთს ჰგავს. რომ ორივე იღება, მაგრამ ფართოდ არცერთი არ უნდა გააღო. ღიად არცერთი არ უნდა დატოვო, ორპირი იცისო. თუ მიხურავ და არ დაკეტავ, ნუ იქნები მშვიდად, შემოაღებენ და რაიმე ძვირფასს წაგცანცლებენო. ვისაც გაუღებ, სავალდებულო არ არის, ყველა შემოვიდესოო. ვინც შემოსაშვებია, შემოუშვი და ისევ დაკეტე, თორემ არ დაგაცლიან მუსაიფსოოო. ნუ, ყველა რომ არ შემოიშვება, ეს ისედაც იცი და ახლა ზედმეტ ჭკუის სწავლებებს არ დაგიწყებოო...

კიდევ ბევრი რამ ეწერა, მაგრამ ვერ ჩავიკითხე ჯერ ბოლომდე. რაც წავიკითხე, ისიც ყველაფერი ვერ დავიმახსოვრე.

დედააზრი კი კარგად მახსოვს: ნუ დატოვებთ კარებს ღიადოო...".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს