"ჰომოფობებო, მეზიზღებით! ისიც კი არ იცით, რომ გეები არ ხდებიან, უნდათ თუ არა, ასეთებად იბადებიან" - მაია დარსმელიძე

"ჰომოფობებო, მეზიზღებით! ისიც კი არ იცით, რომ გეები არ ხდებიან, უნდათ თუ არა, ასეთებად იბადებიან" - მაია დარსმელიძე

მომღერალმა მაია დარსმელიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჰომოფობიის წინააღმდეგ საპროტესტო პოსტი გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი განმარტა, რომ მისი პოსტი და ემოცია ბიანკას დაკრძალვის ფოტოებმა გამოიწვია.

"ჰომოფობებო, მეზიზღებით. თქვენ აქეზებთ თქვენნაირებს, რომლებიც კლავენ და მერე უბედურ შემთხვევად ასაღებენ.

ჩემთვისაც შეიძლება ვინმე ვულგარული ან გამაღიზიანებელი იყოს. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს თქვენნაირი მშიშარა არსებებია... ნუ გეშინიათ, რაც გიწერიათ - არ აგცდებათ. თქვენ ისიც კი არ იცით, რომ გეები არ ხდებიან, უნდათ თუ არა, ასეთებად იბადებიან.

ამ ჰომოფობიურ ქვეყანაში შესაძლოა ეს თქვენი შვილიც იყოს, რომელიც უბრალოდ ხვდება, რომ ხე ყავს მშობელი და სწორედ ამიტომ არ იცით რა დაბადეთ. ხედავთ როგორი ჯაჭვია? მხოლოდ მაშინ გაერკვევით ვინ არის თქვენი შვილი, მეზობელი, ნათესავი, თანამშრომელი და გაქვთ თუ არა "ნერვიულობის" საფუძველი, როდესაც შეწყდება ეს ჰომოფობიური აგრესია".

***

"P.S.: დანარჩენებს, ვინმე თუ ვერ მიხვდა, რას ეხებოდა ჩემი ანტიჰომოფობიური პოსტი - ჩემი ეს პოსტი და ემოცია გამოიწვია ბიანკას დაკრძალვის ფოტოებმა, რომელიც ვერც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს ვერ დატოვებდა გულგრილს", - წერს მომღერალი.

შეგახსენებთ, ბიანკა შიგუროვა რამდენიმე დღის წინ საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. 22 წლის ბიანკა, სავარაუდოდ, 3-4 დღის წინ დაიღუპა. თუმცა, მისი ცხედარი გუშინ აღმოაჩინეს. მეზობლების თქმით, მისი სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.