11:38 / 12-02-2016
როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" უცნობის განცხადებას "ჩამოსული ჟურნალისტის" შესახებ
გადაცემა "2030"-ში გია გაჩეჩილაძის მიერ ჟურნალისტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას "ფეისბუქში" ჟურნალისტებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების აქტიური გამოხმაურება მოჰყვა:

ნინო დანელია:
გოგი გვახარია, შენი "წავიდა და დაგვიტოვა, სოფელი" გამახსენდა. გაგიჟებულა გრეჩიხა, სოფლელები გვიტევენო

ნინია კაკაბაძე:
მემგონი რაღაც ხდება, რადიაციული დღეები! სად გადავიხვეწო ამდენი კოშმარი რომ არ მისმინო და ვიკითხო?! მეტირება უკვე!:((

რომან ქევხიშვილი:
ვაკელი ნარკომანი vs სოფლელი ჟურნალისტი
"ქვეყანაშია ფერები მუქი".

ელენე ხოშტარია:
ცაკალელი...

დავით ნინიკაშვილი:
აი, ვისაც ხელში რა უჭირავს, სულ ალალი არ არის ამაზე?

თამარ ჩერგოლეიშვილი:
ერთი თვის ჩამოსული რაიონიდან და მიკროფონი აქვს ხელში დაჭერილი. არ შეიძლება ასე, არა!
(c) ვინმე უმცროსი გრეჩიხა
ქაჯიცაა და ქაჯიც

ოთო კახიძე:
ერთი თვის ჩამოსული თუა, მიკროფონი ჯერ ადრეა.
საერთოდ, ჩამოსულებს რად უნდათ მიკროფონი? გრეჩიხამ, კორკოტამ და მანჩო გიორგობიანმა უნდა გასცენ ნებართვები ნაღდ ქალაქელებზე.

ნანუკა ჟორჟოლიანი:
გააგებინეთ ვინმემ ამ კაცს ისიც რომ ჩამოსულია :) ჭორვილადან

ინგა გრიგოლია:
ჩარჩა საკანში(((((((((((((

დავით ქაშიაშვილი:
გამარჯობა მე დუშელი ვარ
დედაქალაქის უბნებში დამოუკიდებლად ბორიალისას, მხოლოდ დიღმის მასივში არ ვიკარგებოდი. დიღომში ჩემი ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ და მეტნაკლებად ვცნობდი მის კვარტლებს. კიდევ ვიცოდი დიდუბე, ვაგზლის მოედანი და ლილოც, რდგან სასკოლე სამოსისთვის აგვისტოს ბოლის "ბაზრობაზე" უთენია მივყავდი დედას. შემოვირბენდით მოვაჭრეთა დახლებს და ამით მთავრდებოდა თბილისში რამდენიმე საათიანი სტუმრობა.
საფუძვლიანად დედაქალაქში 2000 წლის ივლისში გადმოვცხოვრდი.
ბაბუაჩემს რომ გიდის როლი არ მოერგო, თსუ–ს მაღლივკორპუსს, მისაღები გამოცდების ადგილს – – – ვერ მივაგნებდი.
მერე ვისწავლე ვაკისკენ, მეექვსე კორპუსიისკენ მიმავალი გზა – ჩემი "პროვინციალიზმიდან". მიკროფონის ჭერაც, კითხვების დასმაცა და რესპონდეტებთან ურთიერთობა–საუბარიც რაონიდან ჩამოსვლის მერე ვისწავლე ჩემო ბატონო.

გიორგი კეკელიძე:
ცხოვრება, იმითაცაა საინტერესო, რომ ერთი მხრივ გუშინ აინშტაინის ნაწისანასწარმეტყველები გრავიტაციული ტალღების არსებობა დადასტურდა, მეორე მხრივ, ხალხი მთელი ღამე განიხილავდა, შეიძლება თუ არა რაიონიდან ერთი თვის ჩამოსულ ჟურნალისტს ხელში მიკროფონი ეჭიროს. საინტერესო კი იმიტომაცაა, რომ ირონიის გარეშე - ორივე თემა მნიშვნელოვანია.

რამაზ სამხარაძე:
აჰა მეც დავწერ, ლაგოდეხში დავიბადე, 3 წლამდე ბებოსთან ვიყავი,მერე თბილისი, მერე ისევ კახეთი და მერე რადიო ჰერეთი,მერე რადიო თბილისი, ჰო და, ვისაც არ გევასებით გამოექანეთ ;))) მთავარია პროვინციალიზმი არ გვქონდეს სულში ადამიანს...და ვინც ასე ჰყოფს საზოგადოებას ზუსტად ის არის "ქვეყანაშია ფერები მუქი".

თემას სოციალური ქსელის რიგითი მომხმარებლებიც ეხმაურებიან:

***

- "არ შეიძლება ერთი თვის ჩამოსული რაიონიდან და მიკროფონი აქვს ხელში დაჭერილი. არ შეიძლება ასე, არა!"
გრეჩიხა - ჯუნიორი ჟურნალისტზე..
----------
- და უკაცრავად ბ-ნო გრეჩიხა!
ექვსი თვის ან ერთი წლის ჩამოსულმა შეიძლება მიკროფონი დაიჭიროს?
თუ საერთოდ ეკრძალებათ რაიონიდან ჩამოსულებს მიკროფონის დაჭერა?..
------------
- თბილისურ-სვეცკურ-ტიპური მორალი!
რაიონიდან ჩამოსული - ხიხიაა!
მაგრამ ჭორვილადან ჩამოსულს - შეიძლება ქვეყანა ეჭიროს ხელში!
აი ერთი თვის ჩამოსულს კი - მიკროფონი ხელში არა!
გააჩნია რა შემთხვევაში, ძმაო! აბა?!..
-------------
- ერთმა თუშის ბიჭმა გიორგი ანწუხელიძემ თავისი ჩამტვრეული ხერხემალით გადაწონა მთელი ეგ თქვენი "თბილისურ-კაიტიპური" მორალი!
თქვე ქაჯებო თქვენა!

- ქეთი დოლიძე, გრეჩიხა და მის ნაირები ისეთივე თბილისელი კაი ტიპები არიან როგორც თქვენ პოლიტიკოსები და როგორი ტელევიზიებიც გაქვთ თავის ჟურნალისტებიანად

შეგახსენებთ, გადაცემა "2030"-ში გია
You must have Flash Player installed in order to see this player.
გაჩეჩილაძემ "მაესტროში" მიმდინარე მოვლენები განიხილა და აღნიშნა, რომ უნდა გამოაშკარავდეს ყველა ის "მოშანტაჟე", ვინც ამ პროცესებშია ჩართული.

"ახლა მირეკავს ჟურნალისტი და ვეუბნები, ხომ გავაკეთე ამაზე განცხადება, მეტი რაღა უნდა ვთქვა-მეთქი?! არა, მაინც აგრძელებს... ჟურნალისტი, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს ჟურნალისტურ სფეროში, პირდაპირ არის ერთი თვის ჩამოსული რაიონიდან და მიკროფონი აქვს ხელში დაჭერილი. არ შეიძლება ასე, არა!... მე არ ვიცი, რა დავარქვა ამას, მაგრამ შეურაცხყოფილი ვარ იმიტომ, რომ ასე მგონია გადაბაძე ეთერი მართავს ქვეყანას და გვარამია ნიკოლოზი. აშანტაჟებენ ხალხს, აშანტაჟებენ ხელისუფლებას და გააქვთ თავისი", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
15:59 / 16-02-2016
ვინც საზოგადოებას სოფლელებად და ქალაქელებად ჰყოფს ის ყველაზე ჩამორჩენილი ადამიანია და ვინც კი ქვეყანას ფულზე ჰყიდის მაგისი სახელი აქ არ დაიწერება, მაგრამ ყველამ იცის.
ზენელი გლეხი
13:38 / 13-02-2016
ეს ნინია კაკაბაზე წესიერად გამარჯობას არ იძახდა , როდის მერე გახდა სოფლელების გულშემატკივარი , ეგ სნობუნია ეგა
5
მსგავსი სიახლეები
ფეხში მსუბუქად დაიჭრა ჟურნალისტი
სროლამდე ბოროტმოქმედებმა მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
გთავაზობთ რამენიმე მნიშვნელოვან მესიჯს პრემიერ-მინისტრის პასუხებიდან:
"ოთახში არ ვყოფილვართ მარტო მე და რამდენიმე ჟურნალისტი"
"არ იქნება გაგრძელებული შენობის იჯარა, იქნება სხვა შენობაც"
+VIDEO| ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა უმრავლესობის დეპუტატი მედიას მუშაობაში ხელს უშლის
+VIDEO ჟურნალისტებმა თოფაძეს დავით ბერძენიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვეს
"უცნობი" ბაია გადაბაძეს და კოტე გოგელიას მედიაშანტაჟში ადანაშაულებ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
09:39 / 28-06-2016  Image "ველოდი, აეროპ­ორტში პოლიცია დამხვდებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად "რუსთავი-2"­ დამხვდა" - რა კითხვა აქვს დავით გერლიანს გივი თარგამაძესთან
"მას შემდეგ, რაც მის ჩვენებას გავეცანი,­ გამიჩნდა ეჭვი, რომ სავარაუდოდ, გივი თარგამაძე
21:59 / 27-06-2016  Image რა ხდებოდა აეროპორტში, სადაც დაუმარცხებელი "ბორჯღალოსნები" დაბრუნდნენ
+PHOTO: კადრები აეროპორტიდან
09:23 / 28-06-2016  Image აპირებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი ვანო მერაბიშვილის შეწყალებას - პრეზიდენტის კომენტარი
"რა პოზიციითაა ჩამოყალიბებული, რომ მერაბიშვილი უნდა შევიწყალო?"
21:45 / 27-06-2016  Image ეკა ანდრონიკაშვილი მეორე ბიჭის დედა გახდა - მსახიობმა ამერიკაში იმშობიარა
ეკა ანდრონიკაშვილი მეორე ბიჭის დედა გახდა
11:21 / 27-06-2016  Image შორენა ბეგაშვილის უცნობი და, რომელიც მას გვერდიდან არ შორდება
მთელი ამ მძიმე პერიოდის განმავლობაში მხარში უდგას შორენას
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49